ავარია ქუთაისში და გარდაცვლილი 4 წლის ბავშვი + ვიდეო შემთხვევის ადგილიდან - ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, ერთ-ერთი სავარაუდოდ 4 წლის ბავშვია. შემთხვევა საღამოს მოხდა, რა დროსაც BMW-ს მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ბალახვანის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო კიდევ ერთი ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 29 აპრილს, დაახლოებით 22:30 საათზე მოხდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას, რომელმაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც ამწუთებში გვაცნობეს ბალახვნის ხიდთან, მომხდარი ტრაგედიის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი გარდაიცვალა.ცნობილი გახდა გარდაცვილი დედის ვინაობა. ის სკოლა ,,პროგრესის“ ინგლისურის პედაგოგი ელენე კიკვიძეა, რომელიც ორ მცირეწლოვან შვილთნ ერთად ადგილზე დაიღუპა .დედა შვილთან ერთად მოძრობდა, რა დროსაც BMW-ს მარკის ავტომობილი დაეჯახათ. 'შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს...