კახეთის საინფორმაციო ცენტრი |
www.ick.ge – მაგდა ბეჟანიშვილმა მხედველობა 3 წლის ასაკში დაკარგა, თუმცა მისი აქტიური ცხოვრებისთვის ამას ხელი არასოდეს შეუშლია. სწავლობდა თბილისში, უსინათლო ბავშვთა სკოლა–პანსიონში, ბოლო წელს კი თელავში გადმოვიდა და პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა. 22 წლის მომღერალს youtube-ს მეშვეობით უკვე ბევრი იცნობს. მაგდამ მსმენელებს თავი სიმღერით „წამოდი წამო“ შეაყვარა.