კოტე თოლორდავა საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. მსახიობის ხსოვნას პატივი მსახიობებმა, რეჟისორებმა, პოლიტიკოსებმა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა მიაგეს. სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართა.
მსახიობს მაისში 36 წელი შეუსრულდებოდა. კოტე თოლორდავა 11 აპრილს მოსკოვში გარდაიცვალა, სადაც მსახიობი ფილმის გადაღებებზე იმყოფებოდა.