რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბავშვო წყალ "ციდა"-ს დალევის შემდეგ, 3 წლის ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც დედა სოციალურ ქსელში წერს, პროდუქტი მათ ერთ-ერთი მაღაზიიდან გამოიწერეს, რომელიც საკურიერო კომპანია "გლოვო"-მ მიაწოდა.
დედის ცნობითვე, წყალი დალუქული იყო და მისი მოხმარების შემდეგ ბავშვს დაეწვა პირ-ხახა და მუცელზე აღენიშნებოდა დამწვრობის კვალი. წყლის ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ, კონკრეტულ შემთხვევაში აღმოჩნდა აზოტმჟავა.
ამას ადასტურებს მისივე გავრცელებული ოფიციალური დასკვნა, რომელიც ბავშვის დედამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
"საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე ვწერ სტატუსს . ამა წლის 2 თებერვალს ჩემმა 3 წლის შვილმა ალექსანდრემ დალია ბაკურიანი
ცოდას წყალი, რომელიც დავაკონკრეტებ დალუქულ (გაუხსნელ) მდგომარეობაში შევიძინეთ მაღაზიიდან , გლოვოს კურიერის მეშვეობით, რის შედეგადაც ბავშვმა ატეხა კივილი. დაეწვა პირ-ხახა , მუცელზე აღენიშნება დამწვრობის კვალი. ბავშვი გადაყვანილი იქნა იაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში. საბედნიეროდ ჩემი შვილის ჯანმთელობას საფრთხე არ ემუქრება , გავეწერეთ ბინაზე და ვაგრძელებთ მკურნალობას .
იმის დასადგებად თუ რა ნივთიერება ესხა აღნიშნულ ბოთლში მივმართეთ სამხარაულის ექაპერტიზის ბიუროს .
P.S. სოც მედიაში გავრცელებული ჭორების პასუხად ვწერ რომ, ქლორი არ ესხა ბოთლში !!!! წყალში აღმოჩენილია აზოტმჟავა
ჩვენი მხრიდან ინფორმაციიის გახმაურება ემსახურება მხოლოდ იმას , რომ სხვები გაფრთხილდნენ და არ მოუწიოთ იმის გადატანა რაც ბოლო დღეებში ჩემმა შვილმა და ოჯახმა გადაიტანა … მოკვლევა და გამოძიება დაწყებულია, აუცილებლად გავასაჯაროვებ გამოძიების შედეგებს ."- წერს ქეთი ჭელიძე.
წყლის მწარმოებელმა კომპანიასა და სურსათის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ მათ შემოწმეს პარტიის ნიმუშები და მასში დარღვევები არ აღმოჩენილა. როგორ აღმოჩნდა კონკრეტულ ბოთლში საშიში ნითიერება, ეს ამ ეტაპზე უცნობია.
ჩვენი ვებ გვერდი:
https://multimedia.ge
ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს:
https://www.facebook.com/multimediageo