საპატრიარქოსთან მიმდინარე ორ ურთიერთსაწინააღმდეგო აქციაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
"სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის წარმომადგენლები", რომლებიც ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციას იცავენ, საპატრიარქოსთან აქციას მართავდნენ. იქვე იმყოფებოდნენ აღნიშნული პოზიციის მოწინააღმდეგეებიც, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. აქციაზე იმყოფებოდნენ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირებიც.