რაღაც თვით შუქშიც არის წყვდიადის
გამარჯვებაში ჩანს დამარცხება
წარსულში არის რაღაც დიადი
ის რაც წავა და მაინც დარჩება
ო ხელისკვრაში არის ალერსი
ვიღაც სისუსტით არის ძლიერი
უსიყვარულოდ უსაყვარლესი
უსასღვროდ გონჯი და მშვენიერი '
იქნებ არქონით რაღაც გვქონია?
იქნებ ის იწვის რაც ჩვენ გვიქრება
იქნებ დუმილიც დიდი ომია
ვით აჯანყება და აზვირთება
იქნებ შენც ტირი როცა მღერიხარ
შენს მტერს მტრობაში ნუ ემდურები
იქნებ ყველაზე ბედნიერი ხარ
უიგბლობით და უბედურებით
სადღაც იმედად რამე თუ არის
ჭკნობა არ ნიშნავს ალბად გაქრობას
ვინც სიყვარულზე გითხრა უარი
მან შეიძლება გითხრას თანხმობაც
იცოდე ქვეყნად რასაც მოიტან
უკვე მოტანილ ტვირთს ემსგავსება
არარსებულის არსებობიდან
იწყება მუდამ ჩვენი არსება