ხანძარი სამების ტაძარში - სამების საკათედრო ტაძარში ხანძარია. ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო და სამაშველო ბრიგადები. ცეცხლს 10 სახანძრო მანქანა აქრობს.
დაკვამლიანება სამების ახალგაზრდულ ცენტრში შენიშნეს, რის გამოც სასწრაფოდ ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ამ დრომდე ცეცხლის ლოკალიზება არ მომხდარა.
ამ წუთის მონაცემებით დაშავებული არავინაა. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
Нет комментариев