კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს ყვება:
„ჩატაევი იქიდან ყვიროდა, ეს ორი გაუშვით და მე დავრჩებიო, მათ ჰქონდათ მიზანი, მათი განადგურების, ჩატაევს და სხვებსაც უნდოდათ მოლაპარაკება, ნათესავებიც ადასტურებენ ამას, დანებების საშუალება არ მისცეს, ჩადებულია იარაღი, აქ შეიძლება ჩატარდეს ექსპერტიზა, მათ ჰქონდათ გარკვეული იარაღი, ესენი შავ ბაზარზე ადვილად მოსაპოვებელია, მაგრამ ისეთი არსენალი როგროსაც ამბობენ, ეს ტყუილია“, - აღნიშნავს იდიგოვი.
იდიგოვის მტკიცებით, სამართალდამცავებმა თავიდანვე იცოდნენ ვინ იყვნენ ბინაში, მისი თქმით, ცოცხლად დაჭერის შემთხვევაში ჩატაევი მოყვებოდა როგორ და ვისი დახმარებით მოხვდებოდა საქართველოში და სპეცსამსახურებს არ აწყობდათ აღნიშნული საკითხი.