ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის, ეგრეთ წოდებული, მეორე შახტის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მრავალწლიანი საცხოვრებელი შენობები უკვე ამორტიზებულია. გამოსაცვლელია ბინის სახურავებიც. გარდა ამისა, ადგილობრივებს მტვერი და ხმაური აწუხებთ, რაც მათი თქმით, დასახლებასთან ახლოს მდებარე სამსხვრევი–საამქროების მუშაობითაა გამოწვეული. ამ პრობლემების მოგვარების მოთხოვნით მეორე შახტაში მცხოვრებმა მოსახლეობამ 5 ივნისს სამანქანო გზა გადაკეტა.