* * *
გიმზერ
და
მჯერა
,
რომ
ქართველობა
არასოდეს
არ
გადაშენდება
;
ვაგლახ
,
ხელახლა
ბაგისჩვილობა
,
ქალიშვილობა
რა
დაგშვენდება
!
როცა
გიხილე
,
მამა
-
პაპათა
განმეორება
გულს
ჩამეწვეთა
,
შენ
უნდა
გეცვას
კაბა
"
ხაბარდა
"*,
უნდა
დაქროდე
რუსთაველზედა
.
ეს
ყაისნაღი
ან
ეს
ხავერდი
ვინ
გაგიჩინა
,
ვინ
მოგაბარა
?
თავადის
ქალო
,
იქნებ
დაბერდი
,
სიბერის
შუქი
შემოგეპარა
?!
შემოგეპარა
და
ბნელ
დალალში
გაიშრიალა
თეთრი
ზოლებით
:
ყველა
წავიდა
,
ერთიღა
დარჩი
,
მიწაში
წვანან
შენი
ტოლები
!
როცა
გიხილე
,
ციხე
-
კოშკების
განმეორება
გულს
ჩამეწვეთა
,
შენ
უნდა
გეცვას
ოქროს
ქოშები
,
დაგოგმანობდე
რუსთაველზედა
.
მაშინ
ჩემგვარი
ენამწარენიც
ვერ
გაკილავდნენ
ძველ
სილამაზეს
,
როცა
ჩამქრალი
კელაპტარივით
შემოხვდებოდი
ვერის
დაღმართზე
.
გიმზერ
და
მჯერა
,
რომ
ქართველობა
არასოდეს
არ
გადაშენდება
,
ვაგლახ
,
ხელახლა
ბაგისჩვილობა
,
ქალიშვილობა
რა
დაგშვენდება