ვიდეოში ახსნილია თუ როგორ უნდა ვილოცოთ 2 მუხლი ნამაზი
პირველ მუხლზე : ვიღებთ თექბირს (ანუ ვამბობთ ალლაჰუ ექბერ) შემდეგ ვკითხულობთ
"სუბჰანექე"-ს , ამის შემდეგ " ეღუზუ-ბესმელით" ვკითხულობთ სურა " ფაათიჰა"-ს და რომელიმე სურას. კვლავ ვამბობთ თექბირს და მივდივართ რუქუსკენ (წელში მოხრა) .
რუქუზე 3-ჯერ ან 5-ჯერ ვამბობთ " სუბჰანე რაბბიელ 'აზიიმ" , ვამბობთ "სემი'ელლაჰუ ლიმენ ჰამიდეჰ" და ვსწორდებით. მინიმალური დროით ვჩერდებით ,ვამბობთ კვლავ თექბირს და მივდივართ სეჯდეზე (მიწიერ თაყვანისცემა) .
სეჯდეზე წასვლისა ჯერ ვდებთ მუხლებს, შემდეგ ხელებს, შემდეგ ცხვირს და შუბლს და ასეთ მდგომარეობაში 3-ჯერ ან 5-ჯერ ვამბობთ " სუბჰანე რაბბიელ 'ალა" , კვლავ თექბირს ვამბობთ და ვჯდებით, ამის შემდეგ კვლავ თექბირს ვამბობთ და ისე სეჯდეზე მივდივართ, ისევ 3-ჯერ ან 5-ჯერ ვამბობთ " სუბჰანე რაბბიელ 'ალა ". როცა დავამთავრებთ ვამბობთ თექბირს და ვუბრუნდებით პირველ პოზიციას.
მეორე მუხლი : ვიწყებთ "ბისმილლაჰი რაჰმანი რაჰიიმ" - ით და ვკითხულობთ სურა "ფაათიჰა"- , რომელიმე სურას და კვლავ იგივე მოძრაობებს ვასრულებთ.
ხოლო ბოლოს როცა ავდგებით სეჯდედან , ვრჩევით მჯდომიარე და ვკითხულობთ :
"ეთთეხითუ" "სალლი-ბარიქი" და " რაბბენა" , ამის შემდეგ მივცემთ ჯერ მარჯვენა მხარეს სალამს ( ანუ : " ასსალამუ 'ალეიქუმ ვე რეჰმეთულლაჰ") და შემდეგ მარცხენა მხარესაც მივცემთ სალამს, და ვამთავრებთ!