ღამის სიზმარი
მე ისევ იმ დროს ველი, უშენოდ ნეტავ რა იყო?
ეჩვევა გული ლოდინს, ფიქრებმა ეს, ეს ღამეც წაიღო.
ყოველთვის ჩემში დარჩები და არასოდეს გაქრები,
იცოდე ჩვენი გზებით, რომ ისევ შევხვდებით...
მე მხოლოდ შენ გიმღერი, შენა ხარ ჩემი ღამის სიზმარი,
არ გაქრე და სულ ჩემთან იყავი:
- მიყვარხარ! ერთხელ მაინც მითხარი...
გთხოვ, არ წახვიდე ისევ, ჩემს გარდა შენ ვერავინ გაგიგებს,
ცხოვრება მხოლოდ შენ ერთს დაგითმე,
შენა ხარ, ვისაც ვეტყვი ამ სიტყვებს.
მე შენთვის ვცოცხლობ იცოდე,
ნეტავ სადა ხარ ვიცოდე.
მინდა, რომ იყო ახლოს მე გპირდები, რომ გაგათბობ...
უძილო ღამეს ვათენებ: - მიყვარხარ! მეთქვა გავბედე
მინდა, რომ შენთან მოვიდე, მე ამას გეტყვი დღეს...