სამუშაოები რამდენიმე ეტაპად წარიმართება, რის შემდეგაც ახალციხეში მდებარე ეკლესიას, პირვანდელი სახე უნდა დაუბრუნდეს. პირველი ეტაპი, სავარაუდოდ, ნოემბერში დასრულდება. პროექტის ინიციატორი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა. რას ითვალისწინებს სპეციალისტების მიერ შედგენილი სარეაბილიტაციო გეგმა და როგორ გამოიყურება დღეს IX-X საუკუნეების ტაძარი, რომელიც მიწისძვრამ რამდენჯერმე დააზიანა - მარიკა შალიკაშვილის რეპორტაჟი.