ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ,
ვბუბუნებ, ღმერთო,
სამშობლო მიცოცხლე.!
მძინარიც იმას ვდუდუნებ;
საწყალთ საწყლობა რო მესმის,
იმათ ვარამზე ვწუწუნებ;
არცროს უსაქმო არა ვარ,
მუდამ ვკოწიწობ, ვჩუჩუნებ.
ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები,
ბეჩავთაც გავუზიარებ.
სიკეთისათვის სიკეთეს
არავის დავუგვიანებ. ავის თქმით,
ავის ქცევითა გულს არვის დავუზიანებ..