მე შენთვის ვწერდი ლამაზ სტრიქონებს,
ყველაფერს ლამაზს შენ გადარებდი,
გიკრეფდი ვარდებს და იის კონებს,
ყველაფერს ლამაზ შენ გადარებდი
შავ მერცხალივით შორს გამიფრინდი,
უშენოდ დამრჩა კვლავ სიმარტოვე,
მე გადავაგდე კალამი ხრამში,
და პოეზია კვლავ მივატოვე.
მშვიდობით ჩემო ნაზო ქმნილება
მშვიდობით ჩემო ოცნების ქალო
მშვიდობით ჩემო ციცი ნ ა თ ე ლ ა
ჩემს ოცნებებში გაზრდილო ქალო
შენ სიყავრული არა გცოდნია
და ერთგულება იცი მცირედი
მე დაგარქმევდი ქალავ ცოდვიანს
და ისევ ხშირად გავიღიმებდი
მე შენზე აუგს ვიტყოდი ლექსით
სიტყვებს დავდევდი ხმლებად ტყვიებად
რომ წესი იყოს ამ ლამაზ ხელში
უმწეო ქალზე შურის ძიება
დღე დღეს მიყვება წყებათა წყება
ლამაზ ფოთლები, ლამაზ ვერხვები
სიცოცხლე შენზე ფიქრში გავლიე
სიკვდილსაც შენზე ფიქრში შევხვდები