გამიფრთხილდი,სანამ გული ცოცხალია,
სანამ დღეებს მზის სხივები ფურცლავს.
სანამ ქვეყნად ყველაფერი მიხარია,
სულ პატარა სიხარულით თუნდაც.
გამიფრთხილდი,სანამ წლები გაპარულან,
საფიქრალი გასჩენია სულ სხვა.
სანამ თმებზე სიჭაღარე დაღვარულა,-
მერე რომ არ დაგენანოს,"ვწუხვარ"...
გამიფრთხილდი,სისათუთე მომაბნიე,
იასამნის ყვავილების სუნთქვა.
თუ რამ მწყინდა ყველაფერი გაპატიე,
არ გეგონოს საყვედური თუ ვთქვა.
გამიფრთხილდი,მარტის ქარი არ წყნარდება,
კენწეროებს დარაბებზე ურტყამს.
სანამ დიდი ფორიაქი ჩამთავრდება,
სანამ კვირტში გაზაფხული სუნთქავს.
გამიფრთხილდი,სხვა სიცოცხლე არ იქნება,
სხვა სიზმრებში გავმეორდეთ თუნდაც..
მზე ამინთე წვიმები თუ დაიწყება-
ჩემი დიდი სიყვარული თუ გაქვს