ჩინურ პროვინცია ანხოიში შვილთან ნაჩხუბარმა მამამ "აღმზრდელობითი სამუშაოს" ჩატარება პირდაპირ ხალხმრავალ გზაჯვარედინზე გადაწყვიტა. ამ დროს მამაც და შვილიც საჭესთან ისხდნენ. მამამ შვილის მანქანა ჯერ გზიდან გადააგდო, მერე კი მთელი ძალით დაეჯახა. საკვირველია, მაგრამ არცერთი დაშავებულა. უფრო მეტიც, ურთიერთობის გარკვევა ავტოსაგზაო შემთხვევის მერეც გააგრძელეს.