www.shoniebi.ucoz.com
გვარსახელის ტიპი: ეთნონიმური. ეტიმოლოგია: გვარადქცეული ეთნონიმური სახელი შონი - მეგრულად ნიშნავს სვანს. . . დერივატული გვარსახელები: შესაძლოა ამავე ძირის იყოს შონიძე, შონავა . . . შონიათა გვარმოდენილობა გვარმოდენილობის სტრუქტურა: მრავალძირიანი . . . გვარჩამომავლობა: გლეხი . . . გვარის პირველხსენება: XVI საუკუნის გამოსაღების დავთარი . . . შონიათა გვარის განსახლება და რიცხოვნობა ადგილი ქართულ გვარებს შორის: 26-ე. რიცხოვნობა: სულ საქართველოში 1910 კომლი. განსახლება: მხარეები: სამეგრელო (1300 კომლი), . . . რაიონები: ზუგდიდი (620 კომლი), . . . ქალაქები და სოფლები: ფოთი (80 კომლი), . . . შონიათა გვარისშვილნი შონია ვალტერ (1936) - დიპლომატი, მოღვაწეობს რუსეთში. . . . პატრონიმული ტოპონიმები სამეგრელო: ლეშონიე - ლესალე. შონიათი - პატარა ჭოღა. საშონია - ყულევი, ზუბი, ახალსოფელი, გაღმა პირველი ხორგა, ბია, ფოცხო. . . .
შონიების გერბი სულ რაღაც 20 წლის წინ შეიქმნა მისი ავტორია მხატვარი, აკადემიკოსი ბატონი ემირ ბურჯანაძე ( ავტორი მრავალი საქვეყნოდ ცნობილი ჰერალდიკისა) 1989 წელს პირველად შესდგა შონიათა დიდი სახალხო კრება 10 000 ადამიანისაგან. ჩვენი წინაპრები ოდითგანვე საქონლის ქურდობას ეწეოდნენ (მაშინ ეს სულაც არ იყო სამარცხვინო ფაქტი),ძირითადად ცხენებს იპარავდნენ. ცხენი გერბის ცენტრში აღნიშნავს ოჯახურ მთლიანობას. შონიების მეზობლები ძირითადად სვანური ოჯახები იყვნენ, ამდენად ჩვენს წინაპრებს არაერთხელ უხდებოდათ მზის ქვეშ თავიანთი ადგილის დამკვიდრება, ამიტომაც არის გერბზე შინდისფერი ფერი რომელიც ბრძოლას ასახავს და საერთოდ პირველი ეროვნული დროშის ფერზეა აგებული. ჯვარი და ეკლესია გერბზე აღნიშნავს ქრისტიანულ რელიგიას, ცეცხლი-ოჯახურ კერას,მარადიულობასა და ცოდნას. შონიები მუდამ ორგანიზებულები და მეგობრული ხალხი იყვნენ, 1989 წელს შეიქმნა სხვადასხვა ღონისძიებების და შეხვედრების გეგმა,რომლის მიხედვითაც ყოველ 80 წელს მიღწეულ შონიას გადაეცემოდა საჩუქრად ნაბადი. სოფელი ფახულანი ოდითგანვე გამოირჩეოდა საუკეთესო ნაბდებით..