1. იმისათვის, რომ სვენის ტიპაჟი ჩამოეყალიბებინათ, შემოქმედებითმა ჯგუფმა ჩრდილოეთის ირემზე დაკვირვება დაიწყო, თუმცა ცხოველი არ იძვროდა და ვერც ვერაფრით ეხმარებოდა ანიმატორთა ფანტაზიას. ამიტომ, სრულიად დაუგეგმავად გადაწყდა, რომ სვენის ხასიათი “აეწყოთ” პროდუსერის, ჯონ ლასეტერის ძაღლის თვისებების მიხედვით.
2. არენდელის სამეფოს შექმნამდე, შემოქმედებითმა ჯგუფმა ნორვეგიაში იმოგზაურა, რათა შესაფერისი ადგილი მოენახათ ინსპირაციისათვის
3. არსებობს ორი ვერსია ანასა და ელსას მშობლების ჩაძირულ გემთან დაკავშირებით: პირველი მოსაზრებით, კატასტროფის დროს, მეფე-დედოფალი რაპუნცელის დაბრუნების აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მიემგზავრებოდა გერმანიაში; მეორე ვერსიით კი მათი საზღვაო ტრანსპორტი სწორედ ის გემია, რომელიც “ქალთევზას” სამეფოშია ჩაძირული. ზოგადად, “დისნეი” საკმაოდ კარგად და ოსტატურად ახერხებს სხვადასხვა ანიმაციის ერთმანეთთან დაკავშირებას.
4. თურმე, თავდაპირველად ელსა ბოროტ პერსონაჟად იყო ჩაფიქრებული. საბედნიეროდ, სცენარი მის სასიკეთოდ შეიცვალა. სხვაგვარად, ალბათ, “გაყინული” ასეთი ვერ გამოვიდოდა.
5. იდინა მენზელი მას შემდეგ დაამტკიცეს ელსას როლზე, რაც მოისმინეს რაპუნცელის პარტია მისი შესრულებით.
6. ანიმატორები აკვირდებოდნენ გამხმოვანებელ მსახიობებსა და მათ მიმიკებს, რათა შემდეგ თითოეული მათგანის ხასიათი გაეთვალისწინებინათ ყველა პერსონაჟში.
7. ელსა ერთადერთი პრინცესაა “დისნეის” ისტორიაში, რომელიც არ არის თინეიჯერი და 21 წლისაა. ანას ასაკი 18 წელია.
8. ჯოშ გედი (ოლაფის გამხმოვანებელი) ოლაფის ყველა მომენტს რეალურად ასახიერებდა, რათა პროდუსერები გაემხიარულებინა.
9. ანიმაცია დაფუძნებულია ჰანს ქრისტიან ანდერსენის “თოვლის დედოფალზე”. სახელწოდებაც თავდაპირველად უცვლელი უნდა ყოფილიყო, თუმცა, საბოლოოდ, არჩევანი “გაყინულზე” შეაჩერეს.
10. “უონდერინგ ოუკენის ფოსტასა და საუნაში”, სადაც ანა თბილი ტანსაცმლისათვის ჩერდება და ქრისტოფს ხვდება, თაროზე ჩანს მიკი-მაუსის სათამაშო.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев