გაზაფხული მოვა გჯეროდეს,
მაგრამ უჩემოდ მოვა აპრილი..
დედა.. მივდივარ არ შემაჩერო,
დღეს ჩემი წასვლა არის ნამდვილი.
დედი ზეცაში მივდივარ იცი? ...
მიწად საჩემო ვერ ვპოვე ადგილი.
მივდივარ.. განა სურვილიცა მაქ?
განა ეს წასვლა არის ადვილი?!
მივალ და ნაბიჯი ძნელდება უფრო,
ცხოვრებით ვიყო თითქოს დაღლილი.
დედი მივდივარ და მაპატიე,
ჯერ არ წავსულვარ უკვე დამჭირდი..
ლამაზ ოცნებებს გიტოვებ ეხლა,
ვერ აგისრულე, არადა დაგპირდი.
დე.. მაინც წავალ, თუმცა არ მინდა,
თმებში ჭაღარას ვეღარ დაგითვლი.
დედი იები ამრავლე ბევრი,
რა იცი იქნებ უდროდ დავმიწდი.
ნუღარ დაიღლი თვალებს ლოდინით,
შუაღამემდეც ნუღარ დამიცდი.
დედა ვიცი შეუძლოსა გთხოვ,
ჩემთვის რომ შეძლებ დედი დამპირდი..
დე... ჩამეხუტე,იქნებ ბოლოა,
გშორდები, მივდივარ თვალებ დახრილი.
მრავალ გაზაფხულს შეხვდები დედა,
მაგრამ უჩემოდ მოვა აპრილი!
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 3