თავი მარტოსულად რომ არ ეგრძნოთ, გერმანული ნაგაზის ლეკვი შეიძინეს. ძალიან უყვარდათ და მასზე საკუთარი ვაჟივით ზრუნავდნენ. ლეკვი გაიზარდა და დიდ, ლამაზ, ჭკვიან ძაღლად იქცა. პატრონების ქონება არაერთხელ გადაარჩინა ქურდებისაგან, ერთგული იყო, თავისი პატრონები უყვარდა და იცავდა.
ძაღლის აყვანიდან შვიდი წლის შემდეგ ცოლ-ქმარს ნანატრი შვილი გაუჩნდა. ცოლ-ქმარი ძალიან ბედნიერი იყო. მთელ მათ დროს ახალშობილი იკავებდა, ძაღლი კი თითქმის უყურადღებოდ რჩებოდა. ძაღლმა თავი ზედმეტად იგრძნო და პატრონებსა და ბავშვზე ეჭვიანობდა. ერთხელაც მშობლებმა მძინარე ბავშვი შინ დატოვეს და ტერასაზე ბარბეკიუს მზადებას შეუდგნენ. ბავშვის სანახავად რომ წავიდნენ, მისი ოთახიდან ძაღლი გამოვიდა, ხახა სისხლიანი ჰქონდა და კმაყოფილი, კუდს აქიცინებდა. ბავშვის მამამ ყველაზე საშინელი რამ წარმოიდგინა, კედლიდან თოფი ჩამოხსნა და ძაღლი მაშინვე მოკლა. მერე ბავშვის ოთახში შევარდა და იატაკზე, შვილის აკვანთან, თავწაწყვეტილი გველი დაინახა. "ჩემი ერთგული ძაღლი მოვკალი!" - თქვა კაცმა და თვალები აუცრემლდა.
რამდენად ხშირად მოვქცევივართ უსამართლოდ ადამიანებს? ყველაზე უარესი კი ის არის, რომ ამას დაუფიქრებლად ვაკეთებთ, არც კი ვარკვევთ მათი მოქმედებების მიზეზებს. ჩენთვის სულერთია, რაზე ფიქრობდნენ ან რას გრძნობდნენ, ჩვენ ეს არ გვაღელვებს. აზრადაც კი არ მოგვდის, რომ მოგვიანებით ჩვენი აჩქარება შეიძლება სანანებელიც კი გაგვიხდეს.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев