მარტოობამ დაგათოვათ ქალბატონო, სად გაფანტეთ სიამაყე თქვენი, არ მეთმობით, მენანებით სამარტოოდ დამისველდა ის გრძნობები ძველი. გამოცვლიხართ, შევერცხლილხართ ქალბატონო, მისალმებაც გაიმეტეთ ჩემთვის, არ მიგაჩნდით თქვენი გრძნობის საპატრონოდ და ეს წლებიც შემოგადნათ თმებში. მორცხვი ბიჭი გაიხსენეთ ქალბატონო თქვენს სახელს რომ ოცნებებით რთავდა, მისი გული თქვენ გასწირეთ სამარტოოდ, და დაეშვა გულცივობის ფარდა. ალბათ ბევრჯერ გიტირიათ ქალბატონო, იმ ამაოდ მიმოფანტულ წლებზე, ეს გრძნობები კვლავ აშლილი სად დავტოვო ან კი როგორ არ ვიდარდო თქვენზე. სევდიანად ნუ მიღიმით ქალბატონო, წლებს ხომ მხოლოდ მოგონება მოსდევს, მაგ ღიმილით იქნებ გულზე დამათოვო რომ ცხოვრება იმ შეცდომებს სპობდეს. არ იტიროთ, არ იდარდოთ ქალბატონო, ის ამაოდ გაფრენილი წლები, მორცხვი ბიჭიც ახლა უკვე შევერცხლილი უკანასკნელ პაემანზე გელით...
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 16