არც იმაზე იფიქრო, ყველას რატომ არ უყვარხარ... მაშინ უფრო ცუდად იქნებოდა შენი საქმე, ყველას რომ ერთნაირად უყვარდე... ნურც იპოზიერებ ადამინებთან თავის მოსაწონებლად... იმის გამო, რომ სხვას თავი მოაწონო, შენი ბუნება და ხასიათი არ დაკარგო, რადგან შენ კი არ მოეწონებით, არამედ ის როლი, რომელიც შენ მოირგე და საბოლოოდ თამაშით რომ დაიღლები, აღმოჩნდება, რომ შენი ნიღაბი მოსწონდათ...
ბოლომდე გამოავლინე შენი თავი და ვინც შენს უარყოფითსაც მიიღებს, სწორედ ის არის ის, ვინც გვერდით უნდა გყავდეს... შეიძლება ასეთი მცირედი იყოს, მაგრამ მთავარია ნამდვილი იქნება...
და საერთოდ, ვისაც გულით უნდა შეგიყვაროს, შენში ნაკლოვანებების გარდა კარგსაც აღმოაჩენს...
არ არსებობს ადამიანი, ვისაც მხოლოდ უარყოფითი მხარე ჰქონდეს... თუ მარტო შენს ცუდს ითვლის ვინმე, თავად ყოფილა ყველაზე ცუდი და ასეთზე მითუმეტეს არ დაგწყდეს გული... შეეცადე, გადაადგილდე... ნაბიჯი გადადგი და გაიღიმე, თურმე რა კარგი ყოფილხარ!..
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев