დღესდღეობით ძალიან ხშირი და გავრცელებულია სიტყვები: „მე მრწამს ღმერთი, მაგრამ არ მჯერა მოძღვრის, როგორ უნდა მივიდე მასთან, ვინც ცოდვილია, რაში მჭირდება მოძღვარი, ჩემითაც კარგად ვილოცებ!“ ან კიდევ: „ვიცი, რომ მაინც ვერ შევძლებ ყველაფრის შესრულებას, ვერ დავიცავ მარხვებს და ჯობია, სულაც არ დავიწყო“. მაშინ ჩვენც გავყვეთ მათ მსჯელობას და ვთქვათ: რა საჭიროა ჩვილისთვის მშობლები? ის ღმერთმა გააჩინა და თვითონ გაიზრდება, რა საჭიროა მასწავლებელი, ისედაც ისწავლი! რაში გვჭირდება ექიმი, თავადაც განიკურნები და ა.შ. მაგრამ განა სწორედ ამ ადამიანებით არ მოქმედებს ღმერთი ჩვენში? განა თუ გულით ლოცულობ სახლში, მოძღვრამდე არ მიხვალ? როდის იყო წყურვილი წყლის ყურებით დაკმაყოფილებულიყო? მაშინ რატომ სვამ მას?
ვისაც უყვარს ქრისტე, მას აუცილებლად ეყვარება მოძღვარიც,არასწორია ადამიანი, თუკი იგი იმ მიზეზით არიდებს თავს მოძღვართან მისვლას, რომ ვერ დაიცავს და ვერ შეასრულებს მის მორჩილებას. არ ჩააბარებს აღსარებას, რადგან კვლავ იგივე ცოდვებში ჩავარდება. მაშინ: ნურც საჭმელს შევჭამთ, რადგან ისევ მოგვშივდება. ნუ დავიბანთ, მაინც დავისვრებით. შენ, რომელსაც არ შეგიძლია მთლიანად დაიტიო მზე, განა არ თბები მისი სხივებით? თუკი არ შეგიძლია შეისუნთქო მთელი ჰაერი, განა მისით არ ცოცხლობ? ასევეა ამ შემთხვევაშიც, მთავარია შენ ირწმუნო, გამოხატო შენი ნება, დანარჩენს კი ღმერთი აღასრულებს შენში მოძღვრის ხელით. როგორც წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: „მოძღვარი მიწიერი ქრისტეა,“ თუ შენ მას ამ რწმენით შეხედავ, განა თვით უფალი არ იმოქმედებს შენში მისი ხელით? მოძღვარი მხოლოდ პირს აღაღებს, დანარჩენს ღმერთი აღასრულებს. თვით ქრისტეც, ურწმუნო იუდეველთათვის ჩვეულებრივ კაცად, ჯვარცმულ ადამიანად დარჩა, მორწმუნეთათვის კი ღმერთია ჭეშმარიტი წყარო ცხონებისა და ყოველი სიკეთისა.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев