როგორც სჩანს, ისე არაფერი ხდება და სულ ცოტა ხანში სმიტი საყვარელ მსახიობთან ერთად ფილმში ითამაშებს, სადაც მას რეალურად მოუწევს კარას სიცოცხლისთვის ბრძოლა. ფილმის სიუჯეტი ჩვენს დროში ვითარდება და მოგვითხრობს თინეიჯერი წყვილის სიყვარულის ისტორიის შესახებ. 17 წლის ბიჭი მოულოდნელად შეიტყობს, რომ მისი შეყვარებული, რომლის როლსაც კარა მოირგებს ძალიან მძიმე დაავადებას ებრძვის და მხოლოდ ერთი წელი აქვს სიცოცხლის ბოლომდე. სმიტის გმირი გადაწყვეტს საკუთარი ცხოვრების 12 თვე მთლიანად რჩეულის ცხოვრების უკანასკნელ პერიოდს დაუთმოს. 2013 წლის შემდეგ სმიტს საკმაოდ დიდი შრომა მოუწევს კინოეკრანებზე ღირსეულად დაბუნებისთვის. შეგახსენებთ, რომ ვილ და ჯეიდენ სმიტის უკანასკნელმა კინოპროექტმა After Earth სრული კრახი განიცადა. რაც შეეხება კარა დელევინს, წარსულში მისი პროექტები საკმაოდ წარმატებული და კომერციული აღრმოჩნდა, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ფილმის წარმატებას კარას ბოლო წლების გამოცდილება მეტად შეუწყობს ხელს. კინოსურათის Life will be given life - ის გადაღებები 2017 წლის გაზაფხულზე,ტორონტში დაიწყება.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев