Предыдущая публикация
შეიძლება, ვერ გაგიხსენოს როგორი იყავი,
მაგრამ, ის სითბო,
რასაც აძლევდი, მაშინვე შეახსენებს თავს,
როგორც კი, ღამით, სუსხიანი ქარი,
მის ღიად დატოვილ ფერდებს მოჰკიდებს ხელს.
აუცილებლად მოენატრები
და შეიძლება, ხელახლაც დაგიძახოს.
თუმცა, საშინელება ისაა,
რომ ვერ დაბრუნდები.
სულ რომ თავი გაიგიჟო,
მაინც ვეღარ დაბრუნდები..
თუნდაც, იმიტომ რომ, ის სითბო,
რომელიც მხოლოდ შენი იყო,
სადღაც, მასსა და შენ შუა, გზაზე გდია
და მას ვეღარასდროს დაეუფლები..
ასე რომ, ეს წესია.. -
უეჭველად მოენატრები.
უეჭველად მოგენატრება."
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев