Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
ბაღში ცრემლი რომ ჩავყარო,
ვიცი_ იხარებს ტირიფი.
უცნაურია სამყარო,
ცხოვრების გზა კი ირიბი.
თუნდაც კეთილი რტო დავრგო,
მაინც წალეკავს მდინარე.
ვიცი, ლექსი რომ მოვქარგო,
შენ ვერ გაიგებ_ მძინარე.