Предыдущая публикация
ვიღაც ჩემთან ახლოს იყო, ვიღაც ჩემგან წასულა.
ყველაფერი აღბეჭდილა, უნებურად ფიქრებში,
წარმოსახვით რომ ვხატავდი, ჩემს ბავშობას ფიფქებში.
ყველა ასაკს თავის გზაზე, დაბროკელბა მოქონდა,
მაგრამ მაინც ყველგან მახსოვს სიყვარული რომ მქონდა.
მახსოვს ბებრის ნაოჭებში დამალული ხელები,
უცხო სითბო ბებიის და ბაბუის ფერების.
მახსოვს დედის სიძლიერე, შიშის აზრს რომ მიკლავდა,
მამის სახლში დაბრუნება, მახსოვს ძლიერ მიყვარდა.
როგორ გაქრა ასე წამში, წლების მთელი ეპოქა,
ყველა ასე დარჩებოდა ბავშვობაში მეგონა.
როცა უკან მოვიხედე, რამდენი დრო გასულა,
ვიღაც ჩემთან ახლოს იყო, ვიღაც ჩემგან წასულა.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев