ტაძრიდან გამოდის ბერი მოხუცი
ლოცვით დაღლილ და უძილო თვალებს
სამყაროს ავლებს და იწყებს მოთქმას:
ჩვენი ქვეყანა ჩვენივე ხელით გავყიდეთ ფულზე,
სამშობლო მიწა გვენგრევა თავზე
ხალხმა არ იცის, რა გველის მალე.
არცერთი გოჯი არ გაასხვისოთ,
მიხედეთ სოფლებს!
მალე ყველანი მთებში ვიცხოვრებთ,
გზა ცხოვრებისა რთული იქნება,
მარგამ დღეები შემოკლდებიან.
ილოცეთ,რომ ეს მძიმე დროება
გაგვიადვილონ ანგელოზებმა.
უფლის წიაღში იყავით მუდამ
ჩვენი სამშობლოს გადარჩენისთვის,
შესთხოვეთ უფალს.
რადგან,ერი ვართ რჩეული ღმრთისა.
ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს საქართველოს
ერთ მუშტად შეკრულს,ლოცვაში დაღლილს,
ასეთი მძიმე წარსულის მქონეს
არ მიგვატოვებს უფალი,გწამდეთ!!!
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев