,,მინდა ლოცვა ვთქვა, მაგრამ გულში სხვა მესმის ხმები,
ვხედავ შავ ნაბადს როგორ იხდის წყეული დილა,
და ჩემს სარკესთან ცოდვილ სხეულს სამოსით ვმალავ,
შემდეგ კი ჩემს ჯვარს ავიღებ და გავდივარ ფრთხილად.
ცხოვრება ჩუმად საუკუნო განსასჯელს მიქსოვს,
და ჩუმად დამაქვს ჩემი გულით აურზაური,
მაღლა ცას ვხედავ, შავ ღრუბელში გაეხვა მთვარე,
ო, ღმერთო ჩემო, ამაცილე ეს საზღაური .
ღმერთო, შეგკადრებ, მინდა წუთით გავცვალოთ როლი,
რომ იქცე ჩემად, მსწრაფლ მიხვდები, ძნელია ერთობ,
მშიერ-მწყურვალი ვიქნები და არ დავღვრი ცრემლებს,
ჩემი სასჯელიც განიცადე, თუნდ, წამით ღმერთო !
ხელფეხშეკრული დავემხობი გილიოტინას,
არ დავეცემი სულიერად, არ გქონდეს ჯავრი
და მანამ ვითმენ სანამ სული დატოვებს სხეულს,
ფარისეველთა სააქაოდ თან მომდევს ჯარი.
არ ვემსგავსები თორმეტთაგან პეტრე მოციქულს,
არ მიურავს არსებობა მე შენი გულში,
ცოტაც და სული გამიყიდეს ფარისევლებმა,
რა მოხდა მერე მაგდალინელს თუ ვახლდი გუშინ ?
მასამართლებენ, მომეშველე სულით გრდემლზე ვარ
და განსასჯელად მე გადამცეს მსაჯულ პილატეს,
განსჯილი მომკლეს,თან ვერც მომკლეს,ჯერ ვდგავარ ფეხზე,
ამის ნმახველმა ჯვარს გამაკრან ლამის ინატრეს,
არ მინდა ჯვარცმა, ჯვარს ისედაც ვეცვი ულურსმნოდ,
რადგან აქ ყველა დაემსგავსა ბოროტ მოციქულს,
მწვანედ ვყვაოდი, როგორც ველში მწვანე ბალახი,
ახლა კი ვგავარ კვლავ იმ ბალახს, ოღონდ-მოთიბულს.
გადივლის რისხვა, დამშვიდდება სნეული სული,
წელში მოხრილი შევუდგები ცხოვრების ფერდობს,
ჯვრიდან ჩამოვალ, თუ გადავრჩი, შენ კი მიამბე,
ადამიანად ყოფნა რთული ხომ არის ღმერთო ??? ''
(ლევან ჭელიძე . 20.05.2016 წ.)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев