MAS AQVS UFLEBA ICOCXLOS!!!!
დღეს ზურა ფურტუნის სანახავად ვიყავი გაგუას კლინიკაში.კიბოს კვლევის ცენტრი მარტინ დ. აბელოფის ლაბორატორია-ში,მისამართი -თბილისი, ლუბლიანას #2/6
ჩემთვის ეს იმაზე ძნელი აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა.ზურას იმედით სავსე კეთილი თვალები არსდროს დამავიწყდება.მას სიცოცხლე უნდა და აქვს უფლება იცოცხლოს! მას მკერდის ძვლის სიმსივნე და ტუპერკულიოზი აქვს! ხვალ დაუსვამენ ზუსტ დიაგნოზს,ექიმები იმედოვნებენ რომ ოპერაციის ჩატარება იქნება შესაძლებელი,მაგრამ შეძლებს ზურა იმ თანხის გადახდას? მას არანაირი იმედი არ აქვს. ცხოვრებაში ლამაზი დღეები იშვიათად ყოფილა, მაგრამ საკუთარი ბედის კმაყოფილი იქნებოდა, რომ არა დაავადება, რომელიც სულს უმწარებს. ახალგაზრდა კაცი ტკივილს კივილამდე მიჰყავს... არადა, დასნებოვნებულს მკურნალობისთვის საჭირო თანხის მოძიება კი არა, თურმე, სრულფასოვნად კვების საშუალებაც არ აქვს. როცა საავადმყოფოში არ წევს, დღეებს სკვერებში, მიტოვებულ შენობებსა თუ სადარბაზოებში ატარებს, ღამეს სიცივეში ათევს... (საკუთარი არაფერი გააჩნია მათ შორის არც სახლი).
ის ჩვენთან საუბარში ამბობს : ,,ყოველთვის ვფიქრობდი,რომ არავინ მყავდა ,მაგრამ რაც ქუჩაში დავრჩი მივხვდი,რომ სრულიად უცხო ხალხი მყავს ვინც მეხმარება და ერთ ლუკმას მაჭმევს.ფოთიდან გახლავართ. დედა გარდამეცვალა10 წელია,მამამ ბავშვობაში მიგვატოვა და დღემდე არ ინტერესდება ჩემი მდგომარეობით ,ერთხელ ვიყავი მასთან დედა რომ კვდებოდა მაგრამ ყურადღება არ მომაქცია. დედის გარდაცვალების შემდეგ ვალი დამედო და იძულებული გავხდი ბინა გამეყიდა. მას მერე კარგა ხანს ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი. ვმუშაობდი ხან მშენებლობაზე, მერე - მანქანების სამრეცხაოში, სადაც სახსრების ანთება დამემართა და შემდეგში - ქრონიკულში გადამეზარდა. მაშინ მკურნალობის საშუალება კი მქონდა, მაგრამ აქაურმა ექიმებმა ვერაფრით მიშველეს. მოგვიანებით, როცა სამუშაოდ თურქეთში წავედი, იქ ერთმა თურქმა, რომელმაც ნახა, რომ ტკივილი მტანჯავდა, ნაცნობ ექიმთან მიმიყვანა. დამიდგინეს, რომ სახსრების ანთება მქონდა და მიმკურნალეს, ფეხზე დამაყენეს. მერე დავიწყე მუშაობა ფაბრიკაში, საუთოო განყოფილებაში ანუ ტანისამოსის დააუთოება მევალებოდა. ჰოდა, სწორედ მაშინ გავცივდი ისე, რომ ტუბერკულოზი დამემართა.
უკვე 2 წელია, რაც ზუგდიდის ტუბდისპანსერში ვმკურნალობ. ამ უბედურებას ისიც დაერთო, რომ მარტის თვეში ჩემი მკერდის ძვალმა ზრდა დაიწყო. ექიმებმა ეს რომ ნახეს, მითხრეს: ონკოლოგიურში უნდა გამოგიკვლიონო. ვინაიდან საამისოდ თანხა არ მქონდა, ქალაქ ფოთის მერიაში მივედი, დახმარების სათხოვნელად. მადლობა ღმერთს, 650 ლარის გადმორიცხვაზე უარი არ უთქვამთ და ქუთაისის ონკოლოგიურ საავადმყოფოში გამოკვლევები ჩამიტარდა. დამიდგინეს ძვლის ტუბერკულოზი. ამის შემდეგ ისევ დამაწვინეს ზოგდიდის ტუბდისპანსერში და ვსვამდი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო წამლებს, მაგრამ მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. ტკივილიც თანდათანობით კიდევ უფრო მეტად ძლიერდება. ახლა მკურნალი ექიმი მეუბნება: არა მგონია, ეს ძვლის ტუბერკულოზი იყოს, რადგან ტკივილი დღითი დღე გემატება, ძვალიც უცნაურად იზრდება. მე არცერთი თეთრი არ მაქვს რომ საკუთარ თავს ვუშველო,ალბათ ეს ტკივილი მომკლავს ან შიმშილი.,,
ძნელია, ასეთი სიცოცხლე გიყვარდეს, მაგრამ მას უყვარს! ებღაუჭება იმედს, რომ შესაძლოა, ღვთის წყალობით, გადარჩეს.
ბევრი რომ არ მოგაწყინოთ თავი მოკლედ გეტყვით .ზურა სრულიად მარტოა,არ გააჩნია სახლი,სამსახური (ავადმყოფობის გამო მაინც ვერ იმუშვებდა) ყველამ დავეხმაროთ რითიც შეგვიძლია. ახალგაზრდა ბიჭს სიცოცხლე უნდა ადამიანებო!!ამ ადამიანის თავგადასავლის მოსმენა ძალიან ძნელია და იმედს ვიტოვებ, რომ მის დახმარებას ყველა ერთად, როგორმე მოვახერხებთ... მის დასახმარებლად მოქმედებს ანგარიშის ნომრები და ტელეფონის ნომერი :
ანგარიშის ნომერი საქართველოს ბანკში :
GE17BG0000000785425800 მიმღები თამარ თურქია
ანგარიშის ნომერი თიბისი ბანკში :
GE74TB7208036080100002 მიმღები ფონდი ნათელი
ანგარიშის ნომერი ლიბერთი ბანკში :
GE22LB0115111324821000 მიმღები ფონდი ნათელი
eMoney ანგარიში 369872904 მიმღები ფონდი ნათელი
ტელეფონის ნომერი : 0901500510 ფასი 1 ლარი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев