ქართულ მიწაზე უცხოებს რად გაუდგიათ ფესვია.
სამშობლოს მიწა იყიდეს, მოყვრად მოსული მტერია.
რამ გადაგრიათ ქართველნო, საქართველო ხომ ერთია.
რაც მამა-პაპათ დაიცვეს, დაღვარეს სისხლის ცრემლია,
რატომღა ვყიდით ურჯულოს, გულზე დაგვადგეს ფეხია.
საუკუნეებს გავუძელთ, არ გავახარეთ მტერია.
ეხლა მოყვარედ მოსულმა სულ გადათქერა ერია.
შვილებს თქვით რაღას ვუტოვებთ, თვალზე შეიშრეთ ცრემლია.
ხმალი ავლესოთ ყოველმან, არ გავახაროთ მტერია.
გამოიღვიძეთ ქართველნო, წამი საფიქრად გრძელია,
აღარ გვაქვს არც ერთი წუთი, დროა ავლესოთ ხმლებია.
გულის გატეხვა არ გვინდა, ქართველებს ეს არ გვჩვევია.
გამოფხიზლების დრო დადგა, ერთად გავყაროთ მტერია.
დრო დადგა მუჭად შევიკრეთ, მტერი ხომ ჩვენზე მეტია.
არ გავახაროთ დუშმანი,
ქართველებს ეს არ გვჩვევია...
16.07.2018
მზია კაპანაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2