“1795 წელს თბილისში საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოხდა. დახოცეს მთელი მოსახლეობა, უსასტიკესი, ცინიკური გზებით, თბილისელებს ხიდზე აძალებდნენ შეეფურთხებინათ ღვთისმშობლის ხატისთვის და ვინც უარს ამბობდა, აწამებდნენ... ამის შემდეგ, ერეკლე მეფემ, მუხლმოდრეკით სთხოვა რუსეთს შეფარება. და ვინ უჭერდა მხარს თბილისში ხალხის დახოცვას? ბრიტანეთი. არამხოლოდ მხარს უჭერდა, ისევე როგორც ახლა იქცევა უკრაინაში, აძლევდა შეიარაღებას, ასწავლიდა ბრძოლას, უხდიდა ხელფასს სპარსელ სამხედროებს... ჩვენ მივიერთეთ საქართველო და მაშინ ქართველები იყვნენ 50 000, როდესაც ჩვენ მივიღეთ, გავათავისუფლეთ. ეს თავისუფლება კარგად ვერ გამოიყენეს, რამდენიმე მილიონი, არ მახსოვს მაშინ რამდენი იყვნენ, 2 მილიონი იქნებოდნენ... თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა და წელს ომი დასრულდა, ჩვენ კიდევ ვნახავთ, ახალ ერეკლე მეფეებს, ისევ მუხლებზე დაჩოქილს და დედა რუსეთს სთხოვენ, რომ სახლში დააბრუნოს“ | ამბობს კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი
    19 комментариев
    3 класса
    😂😂😂👍
    1 комментарий
    0 классов
    5 комментариев
    1 класс
    ასეთი ლექსი, ალბათ, მსოფლიოს არც ერთი ენისთვის არ მიუძღვნიათ. ხმა კატამონთან ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ, შენ ჩვენო ნიჭო, სრბოლავ და ფრენავ, შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო, შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო, შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა, შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან. ნათესავს ათასს მეგობარს ათასს, მრუდსა და მართალს, მტერთა და ძმათა დავშორდი, მორჩა, ყველა მოთავდა, მშვიდობა ვუთხარ ყველა მოკვდავთა, მხოლოდ შენ უკვდავს, მხოლოდ შენ მარადს, შენ - ერთს, შენ ვერ გთმობ სამარის კარად. თუ რამ მზე მწამდა, თუ რამ მზე მწვავდა, უტკბილეს დღეთა უტკბილეს წამთა, უტკბესი შენ ხარ, ენავ დედაო, შენ, მწარე ლხინო, ტკბილო სევდაო, შენ, ყოველის მთქმელო, ყოველის არ მთქმელო, შენ, გმირთა გმირო, ბრძენო ქართველო, წარსული ძეგლო, წინ გამხედავო. ქვესკნელში მძრომო, ცაში მჭვრეტელო. ხან - ფუნჯო ჩემო, ხან - საჭრეთელო, შენ, აკვნის ჰიმნო, ცრემლო სამარის… იბერის ენავ, ენავ თამარის… შენ, ნიჭო ჩემო, სრბოლავ და ფრენავ, დედაო ენავ, დედაო ენავ! დაეცეს, იქნებ სიმაგრე ყველა, მოისრას, იქნებ, ყველა ყმა ველად, დაედოს მტვერი ყველა დიდ ხსოვნას, დააკვდეს აზრი ნაპოვნის პოვნას. ყოველ ნერგს, იქნებ, დაატყდეს მეხი, ყოველ ძეგლს, იქნებ, დაედგას ფეხი, მხოლოდ შენ უჭკნობს, შენ ხატად ქცეულს, რა დრო, რა დასცემს შენს უკვდავ სხეულს? ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ, შენ, ჩემო ნიჭო, სრბოლავ და ფრენავ, შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო, შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო, შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა, შენ ერთს, შენ ვერ გთმობ სამარის პირთან... ირაკლი აბაშიძე
    1 комментарий
    2 класса
    სომხეთის პირვილი არხის ეთერში ზის ეს სურენა და საქართველოში არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს! - ერთი შემთხვევა გამახსენეთ საქართველოდან რომელმა ექსპერტმა ან პოლიტოლოგმა ან თუნდაც ჟურნალისტმა, რომელმაც პაშინიანის წინააღმდე დაიწყო მოქმედებები ?! ❗️❗️❗️ 🔴 - ხოდა ეხლა დაგველოდეთ სომხეთის დიპკორპუსო თქვენ გაჩვენებთ როგორი უნდა ჩვენს ქვეყანაზე ერევნიდან თავდასხმა! ❗️❗️❗️ - არ მინდა, რომ ჩემმ სტატიამ გამოიწვიოს ანტისომხური განწყობების გაღვივება, როგორც ჩემმა კარგმა მეგობარმა სომხეთიდან ამიხსნა, ბატონი ავეტისიანი მხოლოდ იმ მედიის ეთერებში გვევლინება, რომლებიც ფინანსდება ამერიკიდან! შესაბამისად შესწორების სახით შემაქვს გიორგი ავეტისიანი არის საქართველოს მოქალაქე და არა სომხეთი, სომხეთის ჯანსაღი საზოგადოება აბსოლუტურად ემიჯნება მის ყველა განცხადებას და პოლიტიკურ აქტივობას. ✊️ გაუმარჯოს ქართულ - სომხურ მეგობრობას, საქართველოშიც გვყავდა პაშინიანის მსგავსი კლოუნი და სომხეთშიც ვიმედოვნებთ, რომ მალე დაემხობა მისი რეჟიმი.
    3 комментария
    1 класс
    რამდენიმე წუთის წინ ოკუპანტი ისრაელის ჯარისკაცები თავს დაესხნენ პალესტინელ ჟურნალისტებს დასავლეთ სანაპიროზე, იორდანიის დასავლეთ მხარეს. შეგახსენებთ, რომ ოკუპანტი ისრაელის ჯარისკაცები პრაქტიკულად “ნადირობენ” პალესტინის მშვიდობიან მოსახლეობაზე. ოკუპანტი ისრაელები პალესტინელებს ან აკავებენ, ან კლავენ.https://www.facebook.com/watch?v=969263082058374
    2 комментария
    1 класс
    გილოცავთ დედა ენის დღეს ენავ ქართულო! ვაზის ლერწივით ჩაგრეხილო და ჩახლართულო, დედას პურივით ძარღვიანო ენავ,ქართულო! რუსთველის ლექსის ჩუქურთმებით უხვად შემკულო! მტრისთვის სამსალავ და მრისხანე მუშტად შეკრულო. ხან ქუხილი ხარ კლდიდან მომსკდარ ცივ ჩანჩქერების, ხან უნაზესი ციაგი ხარ ცისარტყელების, ხან ატირება ჩამონგრეულ ხარაჩოების, ცხელი სისხლი ხარ--ამოფეთქვა ყაყაჩოების, ხან ჟღრიალი ხარ გაბზარული დედოზარისა, ხან აკვნესება და ღუღუნი იავნანისა, დედის მანდილი,მამის ქუდი,ნამუსიანი, გოლეული ხარ,მიჯნურივით ალერსიანი, წინაპართ მიწის სურნელივით დამათრობელი, ქართული სულის ზეობა ხარ,საგალობელი, ანდამატივით მიმზიდველი ძალა ძლიერი, ლურჯი ცასავით უსამანო და მშვენიერი, ზარი და ზათქი თერგისა და დარიალისა, წმინდა ცრემლი ხარ ღვთისმშობელი მარიამისა, უსპეტაკესი მწვერვალი ხარ,სხივმოელვარე, ხან მეხთატეხა და შავი ზღვის სუნთქვა მღელვარე, დავითის ქნარის წკრიალი ხარ,მიწყივ ღვთიური, შენ მთაწმინდელის ბაგეთაგან ამომზიურდი, შემოდგომა ხარ,მადლიანი,ბარაქიანი, ოქროცურვილი თავთუხების ყანის შრიალი, უფლის ენა ხარ,ღვთაებრივი მადლით ცხებული, მკვდრეთით ათასგზის აღმდგარი და განახლებული, ხან სინარნარე,ხანაც რკენა გოლიათების, მარგალიტი ხარ დაუნჯებულ ფოლიანტების, ფერეიდანი ამ ენაზე ახლაც კი მღერის, ანგელოზი ხარ ყინწვისისა,ლაჟვარდისფერი! ფესვებს გიკოცნი და სათუთად გეამბორები, უნატიფესი გრაცია ხარ ნიამორების. რამდენი ენა დაიმარხა,ერი მოისრა, შენ კვლავაც ცოცხლობ,ქვა არ გორავს შენი დროისა. ისევ გიხსენებს სირია და ანტიოქია, ტაო,ბეთლემი,ათონი და კაბადოკია! რამდენჯერ სხეულს უდაღავდა ცეცხლი მთანგველი, ვერ დაადუმეს,ვერ მოდრიკეს მაინც ქართველი, საქართველოში თუმც სხვადასხვა ჰანგზე მღერიან, ქართული ენის ყველა კილო მშვენიერია! საუცხოოა თაიგული შენი ერისა: თუშ--ფშავ--ხევსურის,სვანის,ლაზის და იმერისა, ზღაპრულ ხიდივით ამთლიანებ იმერ--ამიერს, უსასრულო ხარ,ვით კახური მრავალჟამიერ! შენი ანბანის სწორს და ბადალს ვერავინ ჰპოვებს, ის არის მთელი ამ სამყაროს ანი და ჰოე, ალბათ სამზეოს გააოცებს,შეძრავს სრულიად ის საიდუმლო,რაც,რომ მასში დამარხულია, ღრმა და უძირო,დამტეველი მზის და მთვარისა, მასში ძევს სწორედ გასაღები გამოცანისა. იარე გზებით,მარადისით,როგორც გივლია, მთელი ქვეყანა ფიანდაზად გადაშლილია, ო,არასოდეს მოგკლებოდეს მზე და ნათელი და თუ დაგჭირდეს, ფეხზე დადგეს ყველა ქართველი!!! ზაირა მიქაცაძე-ჭიღლაძე
    1 комментарий
    2 класса
    1 комментарий
    0 классов
    თარიღს და დროს დააკვირდით ზედა მარცხენა კუთხეში! 09.08.08. 13-00. ანუ 2008წლის 9 აგვისტოს დღის პირველი საათი! რუსებმა უკვე დაიკავეს მთელი რიგი ქალაქები, თბილისი გადარჩა! ეს ამ დროს ან ღადაობს ან ფსიქოლოგიურად ამხნევებს დასტრესილ მინისტრებს!https://www.facebook.com/watch?v=645022735162480
    1 комментарий
    1 класс
    არ ვიცი ზელენსკი კომპეტენტურია თუ არა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სალვადორის პრეზიდენტთან, ნაიიბ ბუკელესთან შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა. „შეცდომა ომის დაშვება იყო. ბაიდენი რომ კომპეტენტური ყოფილიყო, ზელენსკი რომ კომპეტენტური იყოს და არ ვიცი, არის თუ არა. ჩვენ მძიმე სესია გვქონდა ამ ბიჭთან და ის უფრო და უფრო მეტს ითხოვდა. ეს ომი არასდროს უნდა მომხდარიყო. ოთხი წლის განმავლობაში პუტინს ეს საკითხი არც კი დაუყენებია. როგორც კი არჩევნები გაყალბდა და მე აქ აღარ ვიყავი, ეს ომიც დაიწყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, „ომი ბაიდენს უნდა შეეჩერებინა, ზელენსკის შეეძლო მისი შეჩერება და პუტინს არასდროს უნდა დაეწყო. ყველა დამნაშავეა. სამი ადამიანის გამო მილიონობით ადამიანი დაიღუპა. პუტინი ნომერ პირველი, ნომერი ორი ბაიდენი და შემდეგ ზელენსკი“. „ის (ზელენსკი) ყოველთვის რაკეტების შეძენას ცდილობს. როცა ომს იწყებ, უნდა იცოდე, რომ მისი მოგება შეგიძლია. ომს იმის წინააღმდეგ არ იწყებ, ვინც შენზე 20-ჯერ დიდია და შემდეგ იმის იმედი არ უნდა გქონდეს, რომ ხალხი რაკეტებს მოგცემს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
    1 комментарий
    1 класс
Фильтр
Фото
Фото
  • Класс
Фото
Фото
  • Класс
Показать ещё