Предыдущая публикация
(ჩემს მეგობრებს.)
ჩამომისხით თეთრ სასმისში ყურძნის წვენი,
სადღეგრძელო მინდა თქვენი დავლიო,
სიყვარული შემოგფიცოთ გულით, რწმენით,
თქვენთან ერთად ბევრი წელი გავლიო.
ერთმანეთის თვალში მუდამ დაგენახოთ,
მოციმციმე ვარსკვლავები ნათელი,
სიკეთისთვის არაფერი დაგეშალოთ,
ვით უქრობი ნაფერები სანთელი.
მე გისურვებთ მომავალ წლებს ერთად გავლის,
სიამტკბილად გატარებულს დარჩენილთ,
აცდენოდეთ დარდს და სევდას გვერდთან ჩავლილს,
დაბადება არ გენანოთ გაჩენილთ.
ამ სასმისში ჩამოსხმული ყურძნის წვენით,
დაგილოცავთ ყველა დილას ნათენებს,
კვლავ გისურვებთ ერთად ყოფნას უფლის ნებით
უამრავ წელს სიხარულით ნამღერებს.
,,ეთო" . სექტემბერი. 2024.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев