Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
ისევ გაავსო ზეცა ღრუბლებმა
დღეს გათენება როგორ მეძვირა,
რადგან უშენო მხარი გადამძვრა,
აღარ მინდოდა ობოლს მეტირა,
მაგრამ ფიქრებმა დარდით გადამჭრა.
მზემ შემომცინა თვალებბრიალამ,
თითქოს იმედით გამომაფხიზლა,
მაინც იჯიბრა ღამემ ტიალმა
და ცრემლი ღვარად გადმომადინა.
მალე გაავსო ზეცა ღრუბლებმა,
წვიმამ ჩამოცრა დაბლა წვეთები,
სტროფი მიიკრო ზეწრად ფურცლებმა,
გულის სიღრმეს რომ სწვავდა მკვეთები.
იცით? აღარ მსურს დილას ნაცრისფერს,
შევხვდე უშენოს თვალცრემლიანი,
მგონი აჯობებს თბილს და ნაზს, ცისფერს,
დავნებდე, დავხვდე სახე მზიანი.
,,ეთო" . ოქტომბერი. 2024.
0 комментариев
2 класса
გრძნობების გარდაცვალება
მტკივა გრძნობების გარდაცვალება,
წლობით უარი თვით სიცოცხლეზე,
ერთ დროს ოცნების გადაჭარბება,
ახლა დანახვა დიდ სიშორეზე.
უსიყვარულო დარდი თავნება,
ჩუმად ნაყლაპი ცრემლის ნაკადი,
სიყმაწვილესაც ვყავდი თავდებად ,
მაგრამ ხელს მიშლის სევდის კასკადი.
თითქოს იყო და არა იყო რა,
ქარში ნაფანტი ანცი ოცნება,
ნეტავ მცოდნოდა რას არ მიყოფდა
და მიმეტებდა დარდი ბრძოლებად.
ვეღარცერთ დღესაც ვეღარ ვიხსენებ,
როცა გრძნობების ქარი კიოდა,
რადგან არ სჯერათ, ჯერ არ მისმენენ,
მე რომ უშენო მხარი მტკიოდა.
,,ეთო" .სექტემბერი. 2024.
0 комментариев
0 классов
ბავშვობა
მიყვარდა ცაზე აპრილის სუნთქვა
და ისევ მიყვარს მაისის ქარიც,
დედის ნამზადი სადილი, ზრუნვა
თუმც სევდიანი, მაინც ის დარი.
ჩემი ბავშვობა, ორღობე ლაღი,
ჟრიამულისგან დახშული სმენა,
სოფლის მდინარე, შორს მდორე ტალღის
ნაზი ჩურჩულით აღქმული სცენა.
ნაფეხურებად ნაწვიმარ მიწას
შიშველი ფეხის პატარა კვალი,
ახლაც კი ვხედავ ნაფიქრალს იმ წამს,
როცა მომტაცა შავმა თმამ თვალი.
კვლავ თვალწინ მიდგას ნარბენი გზები
და ორღობეში ჩადგმული სკამი,
ერთ დროს მოვლილი კალთები მთების,
ჩამოქროლილი ქართული სალმით.
,,ეთო" სექტემბერი.2024.
0 комментариев
2 класса
ვბორგავდი წუხელ
ვბორგავდი წუხელ, ვკამათობდი ძლიერ წვიმასთან,
და მხარს მიბამდა ციდან ელვით ჭექა-ქუხილი,
კიდევ კარგი, რომ ვერ მატყობდნენ იერს მინასთან,
რადგან ქუჩებსაც მარტოობის სდევდათ წუხილი.
უხმოდ ამომსკდა გულის დარდი, ნატვრა მწუხარეს,
თითქოს კედლებიც აცახცახდნენ ჩემი შემყურე,
მითანაგრძნობდნენ სევდით სავსე განცდას მქუხარეს,
ჩუმად გლოვობდნენ მეოცნებეს, ცრემლში შემცურეს.
თვალში ნისლები ჩამომაწვა, ვერას ვხედავდი,
მხოლოდ ელვას და ჭექა-ქუხილს ჰქონდა გრიალი,
ალბათ წუხელი ჩემს მომავალ ბედსაც ვჭედავდი,
რომ იმედებთან არ მქონოდა წვდომა, ტრიალი.
დილა გათენდა... მზემ ღრუბლებზე გადაიარა,
მე კი ნარჩენი ნაფიქრებით
მეწვის იარა,
ცრემლში ნაწერმა დღეს ფურცლებზე
გადაიკარა
და გამოკვეთა ბრძოლა სულის, ზეცის კი არა.
,,ეთო" . სექტემბერი. 2024.
0 комментариев
0 классов
გამოგიგონე
დაგისაკუთრე ჩემი გულის მცირე კუნჭულით,
თუმც, მარტოობა ბევრი წელი ცრემლად მაცვია,
ახლა ჩამესმის ტკბილი ხმა და მიწვევს ჩურჩულით,
რომ დამავიწყოს რამაც სევდით მედგრად მაქცია.
ხშირად ოცნებებს ვხატავ კიდეც, ბევრსაც ვიგონებ,
ძალა რომ მივცე გულს და ზოგჯერ სულსაც ხალისი,
დროებით, რადგან სიმარტოვე მეტად მიმონებს
და მეკარგება სიყვარული, თუნდაც მაისის.
გამოგიგონე ახლაც ისევ, ცამდე აღგზარდე,
ფრთები შეგასხი, კვლავ როგორიც მქონდა სურვილი,
აღარ მსურს ცრემლი ძველებურად თვალზე გამრავლდეს,
ეულს, მარტოსულს არ მინდოდეს წვდომა წყურვილის.
ეს ოცნებაა, ისევ ვიცი აუხდენელი,
სუფთა ფურცელზე დანამული, სევდის ამყოლი,
სუსტი ბარტყივით უძალღონო, აუფრენელი,
სწორედ ისეთი, ობოლს რომ აქვს წლებით დამყოლი.
,,ეთო". სექტემბერი.2024.
0 комментариев
1 класс
ვერას გავხდი
ღამეა და აწრიალებს ქარი ტოტებს,
ჩემს გულში კი, ბევრი წელი დათარეშობს,
მალე ერთად თავს მოუყრის დაყრილ ფოთლებს,
ვით ჩემს ფიქრებს სევდით სავსეს, რადგან მმეტობს.
კვნესის, გმინავს გარეთ ბინდში მთელი ძალით,
მგონი, სახლში შემოჭრასაც ლამობს თითქოს,
კედლებს სითბო ეფინება ცეცხლის ალით
და მარტოსულს თვალში ცრემლებს მატყობს თითოს.
არ მაქვს ძალა გავუმკლავდე, რაც მაქვს ბედით,
,,ობლის კვერი არ გამოცხვა", წლები მიდის,
დავნებდი და მოვიხადე ახლა ქედიც,
ვერსად მივხვდი...რაში შევცდი...
დღე კი მიმდის
თავს მახსენებს ძველი სევდით სავსე ფიქრი,
თითქოს ქარიც სილას მაწნავს მძლავრი ხელით,
ვერას გავხდი, დამეფინა თმაზე ფიფქი,
დრო გადის და მემატება დარდი მწველი.
,,ეთო".სექტემბერი. 2024.
0 комментариев
4 класса
შევეცადოთ
მივდივარ და სოფლის ქუჩას მივუყვები,
მზე დამნათის თავზე მეტად მოფერებით,
საღამოს თუ ორნი ბუხარს მივუჯდებით,
საფიქრალსაც შევძლებთ, ერთად მოვერევით.
შემოდგომის გრძელი ღამის მოლოდინში,
შევეცადოთ, ვნახოთ თემა სასაუბრო,
ნუ დავკარგავთ კიდევ რამით
დროს ლოდინში,
ისევ ვთხოვოთ უფალს ნება გვასაუბროს.
ამაო რომ კვლავ არ გახდეს დღეს შეხვედრა,
არ ვატკინოთ ერთურთს გული არასოდეს,
დავიჯეროთ, რომ რაც დავთმეთ,
ეს გვეწერა,
დრომ, სიშორემ მხოლოდ ცუდი დაგვალოდეს.
ყვითელ ფოთლებს ქარი ურჩი აცლის ტოტებს,
ვით კალენდარს, როცა ვკეცავთ ფრთხილად ფურცელს,
შემოდგომა ხატავს ფუნჯით ქალის პორტრეტს,
ვინც გაზაფხულს ვერსად შეხვდა, თბილს და მზრუნველს.
,,ეთო" .სექტემბერი. 2024.
0 комментариев
2 класса
მითხარი რამე
მითხარი რამე, იქნებ გულმა სიმაგრე იგრძნოს
ან უშენობის საბოლოო წერტილი დასვას,
იქნებ ობოლმა იმედი და სინათლე იცნოს,
დარჩენილ წლებში სიხარული ბევრი დღით ჩასვას.
ჩამკიდე ხელი, იქნებ ძალა სიცოცხლედ ღირდეს,
წამოვდგე კიდეც, მყარად დავდგა მიწაზე ფეხი,
შენს გვერდით დგომით აღარც მძიმე სიობლე მჭირდეს
და გავუმკლავდე სადარდებელს მირაჟზე წნეხით.
ძალიან მიჭირს ეულს ბევრჯერ სიობლე სულის,
ვის შევეკედლო... ვის შევჩივლო... ვერ ვხვდები იმ ხანს,
ისე განვიცდი...ისე მტკივა სიშორე გულის,
რომ თუ გავუძლებ, ან ავიტან, შევდგები დიდხანს.
დამიდექ გვერდით, თორემ ძალა მეცლება უკვე,
წავიფორხილებ, ვერ ავდგები, დაღმართზე ვდგავარ,
გზა ამერევა, თუმცა ახლაც მეშლება, ვუხვევ,
რადგან უშენოდ არავის და არაფერს ვგავარ.
,,ეთო" სექტემბერი. 2024.
0 комментариев
1 класс
მე გისურვებთ
(ჩემს მეგობრებს.)
ჩამომისხით თეთრ სასმისში ყურძნის წვენი,
სადღეგრძელო მინდა თქვენი დავლიო,
სიყვარული შემოგფიცოთ გულით, რწმენით,
თქვენთან ერთად ბევრი წელი გავლიო.
ერთმანეთის თვალში მუდამ დაგენახოთ,
მოციმციმე ვარსკვლავები ნათელი,
სიკეთისთვის არაფერი დაგეშალოთ,
ვით უქრობი ნაფერები სანთელი.
მე გისურვებთ მომავალ წლებს ერთად გავლის,
სიამტკბილად გატარებულს დარჩენილთ,
აცდენოდეთ დარდს და სევდას გვერდთან ჩავლილს,
დაბადება არ გენანოთ გაჩენილთ.
ამ სასმისში ჩამოსხმული ყურძნის წვენით,
დაგილოცავთ ყველა დილას ნათენებს,
კვლავ გისურვებთ ერთად ყოფნას უფლის ნებით
უამრავ წელს სიხარულით ნამღერებს.
,,ეთო" . სექტემბერი. 2024.
0 комментариев
1 класс
მოვსინჯოთ, ვნახოთ
მოდი დავიწყოთ ყველაფერი თავიდან ისევ,
რადგან სიყვარულს არ უხდება ტაატი, მოცდა,
თორემ მგონია რომ ფიქრები განცდისას მისევს,
არ შევაჩერეთ ერთმანეთი, რაც მაშინ მოხდა.
წუთისოფელი არ დაგვინდობს ეულებს, მარტოს,
გრძნობის გარეშე გაგვიშიშვლებს კიდემდე სულსაც,
წლები ჩაგვძირავს, დაგვიმარცხებს
ძლეულ დღეს, აწმყოს
და სინანული აგვატკივებს შინ ბევრჯერ გულსაც.
დრო რაც კი დაგვრჩა, მოდი ახლაც მოვსინჯოთ, ვნახოთ,
ხის ფოთლებივით გამოვკიდოთ გრძნობების ჯერი,
სევდიან გულებს სიყვარული მოვფინოთ, ვცადოთ,
გადავიტანოთ ერთად ყოფნით ბრძოლები ბევრი
მწამს, მივეჩვევით ერთურთს ალბათ
ბევრი წლის შემდეგ,
სუნთქვას დარაჯად დავუდგებით, ვიზრუნებთ კიდეც,
მალე მოვიმკით სასიკეთოდ მეტი ცდის შედეგს
და წარსულ წლებზე არასოდეს ვიწუხებთ კიდევ
,,ეთო". სექტემბერი. 2024.