Предыдущая публикация
ქარმა გაიტაცა ჩემი ოცნებები
სადღაც გადამალა ცაში
ღრუბლის მაყრიონი თან გააყოლა
მერე მომეფერა მაინც...
ვთხოვე ნუ გამწირავს ასე უოცნებოდ
ცრემლებით ამევსო თვალი
ცრემლი შემიშრო და გული გამიმაგრა
ოცნება დამიბრუნა წამში..
მერე შემომიჩნდა აღარ მომეშვა და
ბაგეს დამეკონა კრძალვით
გულში სიყვარულის ალი გამიჩინა
თვითონ გაიპარა მაინც...
06.11.2018
ავტორი...მზია კაპანაძე.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев