🇬🇪 დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს ⠀ შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო. ⠀ "დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება, ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფს ", – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
    0 комментариев
    0 классов
    🇬🇪 🌸 საქართველოში 3 მარტს დედის დღეს აღნიშნავენ ⠀ დედის დღე საქართველოში 1991 წელს ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაარსდა. ⠀ დღესასწაულის მიზანია განსაკუთრებით გაუსვას ხაზი ჩვენს ცხოვრებაში დედის მნიშვნელობას, მხარი დაუჭიროს ქალის მიმართ ფაქიზი მოპყრობის ტრადიციას და გაამყაროს ოჯახის ინსტიტუტი. ⠀ დედის დღე – ეს არის კიდევ ერთი შანსი, მადლობა გადაუხადოთ ადამიანს, რომელმაც სიცოცხლე გაჩუქათ, იმ სიყვარულისთვის, ზრუნვისთვის და უანგარო მსხვერპლისთვის, რომელსაც ის საკუთარი შვილების კეთილდღეობისთვის იღებს.
    1 комментарий
    0 классов
    🇬🇪 3 მარტიდან მატარებლების ზოგიერთი რეისი აღდგება, ნაწილი კი დროებით არ შესრულდება 3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: 🔸 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი 🔸 ქუთაისი-რიონი 🔸 ქუთაისი-რიონი 🔸 თბილისი-ბორჯომი-თბილისი 🔸 თბილისი-ბორჯომი. უამინდობის გამო გაუქმდა შემდეგი რეისები: 🔸 ბორჯომი-თბილისი 3-4 მარტი 🔸 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი 🔸 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი 🔸 ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი. "საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, რეისები ყველა მიმართულებით ეტაპობრივად განახლდება.
    0 комментариев
    0 классов
    🇬🇪 საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, თოვა და შეზღუდული ხილვადობა) გამო, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. 
    0 комментариев
    0 классов
    🇬🇪კალაძე: გამოჩნდა ვის უნდოდა ომი და ვის უნდოდა მშვიდობა.
    0 комментариев
    1 класс
    🇬🇪ქართველ ფიგურულ მოციგურავეთა სპორტული წყვილი, ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინა მსოფლიოს ჩემპიონია თავისუფალ პროგრამაში წყვილმა 121,83 ქულა დაიმსახურა, მოკლე პროგრამაში - 69,18 , ორი პროგრამის შედეგად დაგროვილი 191,01 ქულით კი ოქროს მედალი მოიპოვა.
    0 комментариев
    2 класса
    🇬🇪 გარდაიცვალა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი. ის იყო მიხეილ თუმანიშვილის მოწაფე და მისი მუდმივი თანამოაზრე, რეჟისორი და პედაგოგი, პოეტ პეტრე გრუზინსკის შვილი, ბაგრატიონთა შთამომავალი.
    0 комментариев
    0 классов
    🇬🇪🇺🇦🇺🇸თქვენ არ იმყოფებით ახლა იმ მდგომარეობაში, გვიკარნახოთ როგორ მოვიქცეთ - შელაპარაკება ზელენსკის და ტრამპის შორის.
    3 комментария
    0 классов
    🇬🇪 პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ მარტის პირველ კვირაში ქვეყნიდან გამოაძევებენ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც პოლონეთში კანონი დაარღვიეს დონალდ ტუსკის თქმით, განხორციელდება დეპორტაცია მათი წარმოშობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, იმ უცხოელი კრიმინალების, "რომლებმაც პოლონეთში ცხოვრების გზა კანონის დარღვევით იპოვეს". მისი განცხადებით, "საუბარია ქართულ ბანდებზე, რომლებიც პოლონეთში ძალიან აქტიური არიან".
    1 комментарий
    0 классов
    🇺🇸🇺🇦იშვიათი ლითონები – ზელენსკის დიდი ბლეფი ტრამპთან, წერს ფრანგული ჟურნალი La Tribune "ლითიუმის მოპოვება უკრაინაში ჯერ არ წარმოებს, მისი მარაგი იმდენად ცოტაა, რომ ბიზნესი აშშ–ისთვის არ იქნება მომგებიანი. რაც შეეხება ლითიუმს, სულ ოთხი საბადოა – და ორი აქედან უკვე კიევის კონტროლის ქვეშაა".
    0 комментариев
    0 классов
Фильтр
Показать ещё