Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
,,საკუთარ თავზე რომ გული აგიცრუვდება,
ვიღაც კი მოვა, მხრებში მაგრად მოგიჭერს,
შეგანჯრევს და გეტყვის:
- შენ არ გაქვს უფლება დანებდე,
შენ ახლა იწყები!
- აქაა ღმერთი!.."
ალექსანდრე შურღაია
გიყვარდეს,სანამ ცოცხალი ხარ
1 комментарий
14 классов
"ვერ დავივიწყე ვერცერთი წყენა,
სულ ყველა მახსოვს,მაგრამ არ მტკივა.
გულისტკენაა ადვილი თორემ,
რა დაგავიწყებს ასე მარტივად.
ვისწავლე უკვე გონების მართვა,
არაფრის გამო ფიქრს არ ვირთულებ.
რა როგორც არის,ისეთად ვხედავ,
ცრუ წარმოდგენით თავს არ ვიტყუებ.
არ მეღიმება უკვე იმათზე,
ვინც თვალთმაქცური მზერით მიყურებს.
უკვე ისეთი თვალებით ვხედავ,
ადვილად ვამჩნევ მცირე სიცრუეს.
ყველა ფურცელი გადაშლილია
და ყველა დილას ღიმილით ვიწყებ.
ის რაც არ მტკივა,უმნიშვნელოა...
მაგრამ,არ ნიშნავს რომ დავივიწყე!"
✍️ ია ნანეიშვილი.
1 комментарий
7 классов
"ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა,
ფარად მოგცეს არწივივით ქმარი...
შეგიყვაროს კაცმა ერთადერთმა,
მარად იყოს სიყვარულით მთვრალი!..
იყავ მშვიდი, მორჩილი და მთმენი,
შეგიყვაროს კაცმა ერთადერთმა...
ბედნიერად ჩაგემარცვლოს დღენი,
ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა!..
როგორ გშვენის ლერწმის ტანზე ფარჩა,
ვიწრო წელზე გიშრისფერი თმები,
ღვთისმშობელი აგარიდებს ავდარს
და მფარველი ანგელოზის ფრთები.
აშრიალე ლერწმის ტანზე ფარჩა,
აფრიალე თმები გიშრისფერი...
ქვეყანაზე არსად აღარ დარჩა,
ერთი ქალიც, - შენი ფეხის მტვერი.
ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა!.."
📝 თინათინ მღვდლიაშვილი
1 комментарий
6 классов
"ჩამეხუტე,
ისე ძლიერ ჩამეხუტე,
რომ მკერდიდან
სიყვარული ჩამაბარო,
მე თუ ზოგჯერ
უნებურად გაგებუტე...
ეცადე რომ უფრო
მეტად გამახარო....
ჩამეხუტე,.ისე ძლიერ
ჩამეხუტე,
რომ სამყარომ ჩვენ გარშემო იტრიალოს,
ამ ძლიერმა სიყვარულმა
ვეცადოთ რომ,
უფალთან და ღვთისმშობელთან
მიგვიყვანოს..."
ანი ნოზაძე.
1 комментарий
2 класса
ნუ ელოდებით ადამიანებისგან სასწაულს.
ადამიანები გამუდმებულად უშვებენ შეცდომებს,
მერე ამ შეცდომებზე სწავლობენ, ან ვერ სწავლობენ,
ან მრავალგზის შეცდომებზე სწავლობენ,
მერე იწყება სინანულის წრე _ შფოთი,
ფიქრი,
სინდისის ქენჯნა და თვითგვემა _ განწმენდა და მონანიება _
საკუთარი თავის გადამუშავება ხელახლა დაბადებისთვის.
ეს არის ჩვენი გოლგოთაც,
მაგრამ ჩვენ ადამიანობას რადგან ვერასდროს ვერსად გავურბივართ, ისევ იმ მაგიური წრეს ვუბრუნდებით გადარჩენილნი
და ასე გადის ჩვენი ცხოვრება
შეცდომიდან შეცდომამდე,
სინანულიდან სინანულამდე,
მონანიებიდან ისევ მონანიებამდე და არ სრულდება ეს წრე სიცოცხლის ბოლომდე,
რადგან ჩვენ ცოდვილი ადამიანები ვართ და არა უკვდავი ღმერთები,
სანუგეშოდ მხოლოდ ერთმანეთის მიტევებაღა დაგვრჩენია _
ამით იზომება ჩვენი ადამიანობაც.
▪️მეგი კაკაბაძე
1 комментарий
1 класс
დრო გააქრობს თქვენს ფულს თანამდებობას კარგ მანქანას სახლებს და ყველაფერს რაც მატერიალურია…
მთავარი ადამიანობა ღირსება სიყვარული და კაცობაა მათ ვერაფერი წაგართმევთ. ეს არასოდეს უნდა დაგავიწყდეთ...
მშვიდობიანი, ბედნიერებით სავსე საახალწლო დღეები მისურვებია :
1 комментарий
2 класса
ზოგჯერ ბედნიერებისთვის მშვიდი ამინდი, გემრიელი
ყავა
და პოზიტიური ფიქრებიც კმარა. 💗😊
1 комментарий
5 классов
მალე ახალი წელი მოვა ... როგორ მინდა, ყველას სახლის კედლებს მზე ანათებდეს და ათბობდეს ... ყველას კარის ზღურბლს ბედი მოადგეს ... ყველა ჩამქრალი კერა აინთოს ... ყველას ტკივილები გაუყუჩდეს და ავადმყოფობები ძველ წელს გაყვეს ... ყველა ადამიანის ლოდინი დასრულდეს და ემიგრანტები ოჯახებს დაუბრუნდნენ... არავის არ ჰქონდეს აუხდენელი სურვილები და ოცნებები ბედნიერებაზე, სიყვარულზე, სითბოზე, სარჩოზე, ურთიერთგაგებაზე, ჯანმრთელობაზე, სიმშვიდეზე ...
მინდა ყველას ღვთის წყალობა, სიკეთე, სიხარული, ხვავი, ბარაქა და სიყვარული გისურვოთ დამდეგ ახალ წელს ... ❤
1 комментарий
4 класса
მინდა ძველ წელს გაჰყვეს ყველაფერი ცუდი, რაც მოხდა, ყველა დარდი, ავადმყოფობა და ცუდი ამბავი... ჰო, ახალი წლიდან ცხოვრება ახლიდან მინდა დაიწყოს, ყველას სახლში სითბო, სიხარული და ბედნიერება რომ ეწვიოს; მინდა ქუჩაში მომღიმარ და გახარებულ ადამიანებს ვხედავდე, აღარ ჰქონდეს ხალხს ამდენი დარდი და სევდა გამოხედვაში...
ახალი წლიდან მინდა ცხოვრება ახლებურად გაგრძელდეს და ყველაფერი ცუდი რაც მოხდა, ახალმა, სასიხარულო ამბებმა გადაგვავიწყოს.
ია კარგარეთელი❤️
1 комментарий
7 классов
,, ვერ ეპატიებინა ამ ამაყ ქალს საკუთარი თავისთვის, რომ ეს სანდომიანი არარაობა შეიყვარა."
შტეფან ცვაიგი -
,, უცნობი ქალის წერილი"
გიყვარდეს,სანამ ცოცხალი ხარ