Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
უფალს ნუ შესცოდავ, როცა დაეცემი,
ეს განსაცდელია და უნდა გაუძლო,
გახსოვდეს, უფალი, ჩვენთვის ჯვარს გაეკრა,
მერე კი ავაზაკს სამოთხე გაუღო,
გტკივა, ვინც გიყვარდა, იმან რომ გაგწირა?
უნდა მიუტევო და სული გაუთბო,
ოცდაათ ვერცხლად ქმნილ ღალატზე რას იტყვი?...
რამდენჯერ გიპატიებია
ადამიანისთვის მხოლოდ
იმიტომ, რომ არ დაგეკარგა? სამაგიეროდ,
შეხორცებულ იარებს კვლავ ეხსნებოდათ
დროის მიერ დაკერებული
ძაფები... რამდენჯერ დაგიხრია თავი და
მოგიკუმავს ტუჩები, რომ შეგეკავებინა
ყველა ის სიტყვა, რაც მისთვის გქონდა
სათქმე...