Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Напишите, что Вы ищете, и мы постараемся это найти!
Левая колонка
О группе
შენი თვალების სითბოს,
შენი ტუჩების გემოს
ვგრძნობ და ჩემთან ხარ თითქოს,
შენ, მონატრებავ ჩემო...
ცხოვრობ ცხადშიც
და ცხოვრობ სიზმრებშიც,
ჩემს სამყაროში
და ჩემს ფიქრებში,
მოდი, წამოვწვეთ მწვანე მდელოზე
ტყემლებისა და ნუშის ფიფქებში...
მოდი, ჩამეხუტე მაგრად,
მანძილი ოცნებებს ებრძვის,
ტყის პირას კარავი დავდგათ,
"წვიმაში დავანთოთ ცეცხლი"...
შენი თვალების სითბოს
ვგრძნობ, საყვარელო ჩემო,
და ჩემს ტუჩებზე ცხოვრობს
შენი ტუჩების გემო.