Предыдущая публикация
კარები გარედან ჩავრაზე.
და შენში ჯიუტად გავიდგი ფესვები.
ერთნი ვართ,
ხომ იცი,
აქაც და
იმ ქვეყნად
წავალთ და
ერთმანეთს თავიდან შევხვდებით.
მოვალ და გეტვი რომ
ისევ ის გოგო ვარ,
მოგიტან გვირილებს, ასე რომ გაგიჟებს.
არ ვითხოვ არაფერს მე შენგან ,
უბრალოდ ,
არ მინდა წასვლა და ვამოკლებ ნაბიჯებს.
ზოზინით მივყვები დღეს უკვე დაღმარტს და
ლამის და ცრემლებით წავლეკო ქუჩები.
იმედით მივდივარ რომ სიტყვას დამაწევს...
სიყვარულს მეტყვიან კვლავ შენი ტუჩები
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев