6 წლის მათე ღულელაურს თურქმა ექიმებმა თავის კეთილთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს და ოპერაცია დაუნიშნეს. ოჯახს, რომელიც სოფელ ქვემო ალვანში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, აღნიშნული ოპერაცია საქართველოში 7000 ლარი უჯდება, საყოველთაო დაზღვევამ კი პატარა მხოლოდ 3000 ლარით დააფინანსა. ღულელაურების მეზობლები ოჯახის ეკონომიკურ გაჭირვებაზე საუბრობენ და საზოგადოებას პატარა მათეს გადასარჩენად გაერთიანებისაკენ მოუწოდებენ.