გავხდი შენი გრძნობის ემიგრანტი, სისხლი ადუღდა და შეფერადდა, რადგან იმნაირად შემიყვარდი, როგორც - კვაზიმოდოს ესმერალდა. მკრთალი ოცნებები შეიფარე, დედის საოცარი სახელი გაქვს, და მეც იმნაირად შემიყვარდი, როგორც ყრმა - ჟო ფრეის ანჟელიკა. სრულად ამ ბოლო დროს ჩემი ხარ და დღეებს იმედები მოეფინა, რადგან იმნაირად შემიყვარდი, როგორც - ნაპოლეონს ჟოზეფინა.