ლექსის ავტორი: დეკანოზი თავმას ჩოხელი; მუსიკის ავტორი: ფანდურა ბექაური. დოლი: სერგო გურგენიძე; გარმონი: ვახო ჩიმჩიური; ბას გიტარა და არანჟირება: ზაზა გოჩიტაშვილი.
სიმღერის გადმოსაწერი ბმული:
http://mus.ge/0BE9618301-Fandura_beqauri_-_mtis_monatreba__mp3.html
ცას სწვდება მთათა სიმაღლე,
გზას გახიდულა ზოვია,
შავი არაგვის ხეობა
კაცთაგან დანატოვია.
მთას დაკიდულა ბილიკი,
ჭიუხებამდის შორია,
სოფელი ჩოხის სანახებ
მძივივით მოსჩანს ცხორია.
ადიდებულა არაგვი,
ჩამოულეწავ კლდენია,
მააგორებდა ლოდებსა
ხმაა ქვის საზარელია.
დაილოცავენ საკარგყმოს,
დატოტავდება ცხენია,
გაბატონდება სინათლე,
უკან დაიწევს ბნელია.
გუდამაყრისა ხეობა
ღვთისაგათყვავის ხელია,
დაილოცენით ჩოხლებო
არაგველობა ძნელია.