ვერ მოითმინა წავიდა და დღესაც დალია და ბახუსს ანდო საიდუმლო გულში ფარული, სასმელმა კვლავაც მისი გრძნობა დარდში არია და მოაგონა დაკარგული ის სიყვარული. იქვე ჩამოჯდა ტროტუარზე ცრემლმორეული წვიმის წვეთებმა ჩამობანეს სახე დაღლილი, ამინდი მაინც არ იყოსო გადარეული გაიფიქრა და გვერდით დადგა ბოთლი დაცლილი. როგორ ელოდა, როგორ სწამდა, როგორ უყვარდა, როცა ცხოვრებას უყურებდა ლამაზ ფერებში, წვიმა კი თავის მელოდიას მაინც უკრავდა და ცოცხლდებოდა მოგონებად ლოთის ხელებში. იყო დრო როცა მასაც ჰქონდა მშვიდი ცხოვრება, სახლი, ოჯახი, მეგობრები, დიდი მიზნებიც, მასაც უყვარდა, უსასრულოდ, ძლიერ უყვარდა...მაგრამ ეკლებმა გადაფარეს ახლა ის გზები. ვეღარ გაუძლო ორგულობას, ღალატს, დაცინვას, ვერ აიტანა მისმა გულმა ტანჯვა ამდენი, დაუმეგობრდა მარტოობას და ღვინის ბოთლებს მოგონებაა მკერდზე ტატუ მისი სახელით. ჩამოუარა იქვე გვერდით წყვილმა სიცილით, ქოლგის ქვეშ ალბათ ვერა გრძნობდნენ წვიმი სიავეს, დასველდებიო, მოკვდებიო ძია სიცივით შეეფარეო, დაელოდე სანამ იდარებს. ლოთმა კი თავი მორიდებით, ნელა ასწია ბიჭმა შენიშნა მისი ცრემლი წვიმანარევი გვერდით მოუჯდა, მორიდებით ხელი მოხვია,ვინ გაწყენინა, ან რატომ ხარ ნამტირალევი? არაფერია, შეხორცდება ჩემი ჭრილობაც, ალბაღ ბოთლი და დარდიაო ჩემი სასჯელი, მეც მიყვარდაო, წამოსცდა და უცბათ გაჩუმდა ვეღარ წარმოსთქვა ბაგემ სევდა გულით სათქმელი. ბიჭი მიუხვდა რაც თქვა ლოთმა თავის სიჩუმით, და ჭრელი ქოლგა მოახურა მხრებზე ფარულად, გოგომ ცრემლები ჩამოსწმინდა ხელის გულებით წვიმის სიმღერა მოისმოდა კვლავ ბანალურად. გამოიდარებს, ოდესღაც ხომ გამოიდარებს,ის ბიჭიც წავა და წაიყვანს გოგოს თავისთან, ლოთი კი ჩუმათ წამოდგება, გზას გააგრძელებს ხვალ დაიწყება ყველაფერი ისევ თავიდან. ასე ყოფილა მოწყობილი თურმე ცხოვრება ხან მზე ანათებს, ხან კი წვიმა გვიფენს ფარაჯას, ხვალაც იწვიმებს, ის კი ისევ ისე დათვრება და დასრულდება ერთი ლოთი კაცის ბალადაც...
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 23
gvewviet
ganaxlebul qartul socialur qselshi aq dagxvdebat myudro da tbili garemo
shedzlebt gaicnot axali megobrebi tqveni tavisufali dro gaatarot
chventan ertad.
saitze
aris bevri siaxle . saitze aris gantavsebuli onlain tamashebi romelic
shegidzliat itamashot rogorc telefonit aseve kompiuterit. arcert sxva
qartul saitze ar aris amdeni tamashi. gelodebit nu kargavt dros
daregistrirdit exlave.
legenda.in
es saiti aris tqventvis sheqmnili titoeuli momxmareblistvis.
legenda.in