თითქოს მივაბიჯებ,ისევ რუსთაველზე,
ხიდთან შევჩერდები,რიონს გადავყურებ,
თვალი აჭრელდება,წყლიდან ანარეკლი,
ნიავს მადლი მოაქვს,დედა ღვთისმშობელის...
ლოცვა ყურში მესმის,გალობს ალბათ მრევლიც,
ქალაქს საკმეველის სუნი ემატება,
და ბაგრატის მადლიანი გადმოხედვით,
ყველა შენი იარები იკურნება....
ვდგევარ შუა ქალაქში,ზეცად ვიყურები,
სული ამხედრებულ დარდათ დამიფანტავს,
უფლის სამადლობელს,გულში ჩუმად ვიტყვი,
მაგრამ შენ სიყვარულს,რავქნა ვეღარ ვმალავ...
გულში ჩამეხატა შენი მონატრება,
ვეძებ ყველა იმ გზას,შენთან რომ მომიყვანს,
თუმცა გაზაფხული,უკვე გაიპარა,
მაგრამ ნახვის იმედს,მაინც აღარ ვკარგავ...
აღმართს აუყვები წმინდა გიორგისკენ,
ამ გზას, ვეღარასდროს ვეღარ დავივიწყებ,
რწმენა ტაძრის კართან,იმედს გამიშუქებს,
გული მადლიერი, ლოცვას იღარადებს...
გულო...
მომწონს · · გააზიარეთ
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев