ნიშნავს!
ბევრი ცრემლი ყოველთვის დიდ
მწუხარებას არ ნიშნავს!
ბევრი გინება ყოველთვის აგრესიას არ
ნიშნავს!
ბევრი ბოდიში ყოველთვის თავმდაბლობას
არ ნიშნავს!
არც დუმილია ყოველთვის ოქრო!
და არც სიყვარულს მოაქვს ყოველთვის
ბედნიერება!
ყველა ბრძოლაში არ მარცხდება
ყოველთვის დონდლო!
და არც ყოველთვის მართალია მეცნიერება!
ქალს შეიძლება შვილი არც ჰყავდეს და
იყოს კარგი დედა!
ყოველთვის უზრდელი არა ხარ, როცა
სიტყვის შებრუნებას ბედავ!
ყოველთვის ძნელი არ არის სხვისი
საყვედურების ატანა!
ვინც ეკლესიაში არ დადის, ყველა არ არის
სატანა!
ამიტომ გირჩიე, დაივიწყო ყველა ფორმულა,
ტვინი გაანძრიო და თვითონ გადაწყვიტო,
ორს პლიუს ორი რამდენია!
ნუ იქნები ნურც აინშტაინი, ნურც მაკიაველი
და ნურც მიტო!
შენ არ იქნები უშეცდომო, ბევრჯერ
შეცდები,
და ბევრჯერ ჩაგეძირება გემი!
მაგრამ იქნები შენ მხოლოდ შენ
და შენი ცხოვრებაც იქნება მხოლოდ შენი!
ზურა პირველი
https://www.facebook.com/video.php?v=1626710314224919&set=vb.100006578980374&type=2&theater
https://www.facebook.com/pages/ქართველობა-ძნელია-მაგრამ-აუცილებელი/179801715398163
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев