ისე კი არა, როგორც წიგნებში და
ფილმებშია.
ან როგორც ბებო-პაპისაგან
მოგვისმენია.
ან როგორც პოსტმოდერნისტი
მწერლები გვასწავლიან.
ან როგორც თუნდაც რუსთაველი...
ან როგორც ჩვენ გვგონია...
ჩვენ რომ გვიყვარდეს ერთმანეთი
ისე, როგორც მარიამს უყვარდა
იესო...
როგორც ოლღას ილია...
როგორც ჩემი მეგობრის დედას
შვილის მკვლელები -
გადასარჩენად არასოდეს
გაგვიხდებოდა საქმე.
ახლა კი, როცა ჩვენი სიყვარული
არაფრით ჰგავს სამი წლის ბავშვის
გაცინებას -
რომელსაც ძალით მხოლოდ ღმერთი
თუ გააცინებს -
მე უნდა ვთქვა -
ჩვენ მხოლოდ
სიყვარული გადაგვარჩენს - სხვა
არაფერი.
შენი სიყვარული გადამდებია -
გადასდე რაც შეიძლება მეტ
ადამიანს.
თორრნიკე ნაროზაული
https://www.facebook.com/video.php?v=1626710314224919&set=vb.100006578980374&type=2&theater
https://www.facebook.com/pages/ქართველობა-ძნელია-მაგრამ-აუცილებელი/179801715398163
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев