ინტერვიუ 1
- გამარჯობა პაპა.
- გაგიმარჯოს,მობრძანდი შვილო.
- პაპა მე კორესპოდენტი ვარ და
ინტერვიუ უნდა ავიღო თქვენგან.
- ხოოო შვილო,მაგრამა მე რად
ამირჩიე? ჩვენი მთავრობა ინდე
გამგეობის შენობაშია,მე კიდევა არც
სიმღერა ვიცი და არც ცეკვა. . .
- პაპა მე თქვენგან მინდა ინტერვიუს აღება . . .
- კარგი შვილო ეგრე იყოს, აბა მკითხე.
- რთველი მორჩაა და ამ ცარიელ
ვენახში რას აკეთებთ მარტოკა?
- ჰოოო, რთველი თქვენთვისა მხოლოდ ყურძნის კრეფაა,ჩემთვისა კიდევა წლის სარჩო-საბადებელი , ამ დალოცვილ ვენახსა მე ყოველდღე ვეფერები,ეს არის ჩემი მარჩენალი, მე აქა ნებიერი ვარ, იმიტომა რომა ეს ჩემი მიწაა.
- კი,მაგრამ გარეთ ნებიერი რატომ არა ხართ? ვინ გიშლით ხელს?
- ნებიერი ნიშნავს იმასა რომა, აქ ჩემს სიტყვას ძალა აქვს, მე საქმეს ისე ვაკეთებ როგორც მე მინდა და
შედეგსაც შესაბამისს ვიმკი, გარეთა
კიდევა იმდენი ჭკუის დამრიგებელია რომა ტვინს აგირევენ კაცოო.
- პაპა რას ნიშნავს იყო ადამიანი?
- ადამინი ბუნებით სამნაერია, ზოგსა დიდება მოსწონს, ზოგსა კიდევ ფულის შოვნა, მავანსა კიდევ სწავლა-განათლება, მაგრამ არის კიდევ ერთი, ამას შენი ქვეყნის უანგარო სიყვარული ჰქვია. თუ ეს ოთხივე ერთ ადამიანშია მოქცეული ისა უკვე პიროვნებაა, მამულიშვილია შვილო რომელსაც შეუძლია ხალხსა სათავეში ჩაუდგეს და სწორი გზით წაიყვანოს.
- საინტერესოა, კი მაგრამ ეგეთ კაცს
ბევრი მტერი ეყოლება მეთანხმებით?
- იმანაც ისეთი მეგობარი უნდა
დაიყენოს გვერდში ვისაც იგივე მტერი ჰყავს. . .
- ეგ როგორ გავიგო? და თუ გაიმარჯვეს საერთო მტერზე მერე რა მოხდება?
- როცა ბოროტებაზე იმარჯვებ თავი
რაღაცა გგონია და გამარჯვებისგან
გულდიდობა გიპყრობს და თუ თავს
ვერ დააოკებ შენს მიერ დამარცხებულ ბორეტებაზე დიდ ბორეტებად თავად შეიძლება იქცე .
- გამოდის რომ „დრაკონი მოკვდა
გაუმარჯოს დრაკონს“?
- ადამიანის ფიქრი თავისი საქციელის სარკეა, რომლის ფიქრი ხშირად ბნელია და სულ ცარიელი, მაგრამ უბრალოდ გამოსაცნობია მიზანი, იმიტომ, რომ დიდებასა და სუნჯისკენაა მიპყრობილი.. .
- სხვა ადამიანებიც ხომ არიან ვისაც
იგივე მიზნები აქვთ, მაშინ როგორ
უნდა მოიქცეს კაცი?
- შვილოსან თუ იცი სხვისი მიზანი
რომელიც შენ დაგაზარალებს და
წაუყრუებ სულელი ჰყოფილხარ და ეგ აარიიი.
- მაშინ როგორ უნდა მოიქცეს კაცი თუ სხვასაც სურს საუნჯის დაპატრონება? უნდა იომოს?
- საუნჯეს შვილო სამი თვისება აქვს,
პირველი ისაა რომ თავიდან უფრო მეტ თავისუფლებასა და სიამეს გგვრის, ხალისსაც გმატებს. მერე როცა გემოს გაუგებ ისე ხდება რომ შენი საუნჯე ხდება შენი ბატონი, რადგან მის შეძენას მოახმარე სენი ენერგია ,ძალ-ღონე და ცოდნა, ამიტომ საუნჯის მონა ხდება კაცი. მერე კი გარემოება აიძულებს და აკეთებს იმას რაც მის სურვილის არ შეესაბამება და არ მოსწონს. მაგრამ ხიბლი სძლევს და ემორჩილება.
- პაპა, ოცნება გიყვართ?
- ოცნება შვილო თავის
მოტყუებაა,მხოლოდ გზიდან გადაცდენა იცის ოცნებამ, რადგან სიცრუესა და რეალობას შორის საზღვრებსა შლის.
- ესე იგი არასოდეს გინატრიათ?
- ნატვრა სხვაა და ოცნება სხვა, კაცი
მხოლოდ სანუკვარსა ნატრობს.
- რატომ იტყუება ადამიანი?
- ადამიანი ჯერა საკუთარ თავს
ატყუებს უკეთური ქცევითა და
ფიქრით, ხოლო ვინც სხვას ატუებს ისა საკუთარ თავს სიცრუეში არ ამყოფებს. კაცის ერთგული მეგობარიც და მტერის მხოლოდ საკუტარი თავია შვილო. წარმატება და დიდება ყველაზე დიდი მატყუარაა ამ ქვეყანაზე რადგან, ადამიანს ცხოვრებისეული ძიების სურვილს უჩლუნგებს და შეიძლება არარაობად გადააქციოს.
- საინტერესო საუბარი გამოგვივიდა
პაპა
- არ ვიცი შვილო, მე ის გითხარი
რასაცა ვფიქრობ.
- პაპა თქვენი რაიონის უფროსობაზე
რას მეტყვი?
- აბა რა გითხრა? როცა ავადა ხარ და
გტკივა ვინ გირჩევნია რომ
გიმკურნალოს, გაპრანჭულმა უვიცმა
ექიმმა თუ მცოდნემ თუნდაც მახინჯმა?
- რა საკვირველია მცოდნემ.
- ჰოო და მეც მანდა ვარ, ხალხსა
შვილოსან გაპრანჭული რიხით
ნათქვამი სიტყვა უფრო მოსწონს ვიდრე სიტყვა მართალი გონებაში ჩვენს ფიქრებს რომ დაგვიმახინჯებს,ასეა, ასე.
- რისი არ უნდა ეშინოდეს კაცს?
- სიმართლისა შვილო, იმიტომა რომა, თუ სიმართლის შეგეშინდა უფრო მეტ ბოროტებას დაუდებ საფუძველს და ისიცა სიცრუის სიმართლეს მისცემს ასპარეზს.
- ყველაზე მეტად რა გაინტერესებთ?
- ისა, რაც ჩემი საქმე არ რის,მეც ხომ
ადამიანი ვარ.
- ეგ როგორ?
- როგორა და ეგრეეე. შვილო ეხლა
სახლში უნდა წავიდე თუ მესტუმრები გამახარებ.
- არა პაპა,სამსახურში უნდა მივიდე,
დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.
- იხარე შვილო . . .
https://www.facebook.com/video.php?v=1626710314224919&set=vb.100006578980374&type=2&theater
https://www.facebook.com/pages/ქართველობა-ძნელია-მაგრამ-აუცილებელი/179801715398163
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев