Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
🇬🇪 საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის და მის შენარჩუნებაზე განცხადებების შეტანის ვადა 2027 წლამდე გახანგრძლივდა
საუბარია მათზე, ვისაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ დაუკარგავს საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების მიზეზით და ასევე მათზე, ვინც მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო დაკარგა.
მათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების თხოვნით 2027 წლის 1 იანვრამდე უნდა მიმართონ. ადრე სახელმწიფო ასეთ შესაძლებლობას 2024 წლის 31 დეკემბრამდე იძლეოდა.
0 комментариев
2 класса
🇬🇪 ახალი წელი – ახალი წესები: რა ამოქმედდა საქართველოში 1-ელი იანვრიდან
⠀
🔸70 წელს ზემოთ პირთათვის პენსია შეადგენს 450 ლარს, (მაღალმთიან დასახლებებში – 540 ლარს). 70 წლამდე პირთა პენსია 350 ლარი იქნება, (მაღალმთიან დასახლებებში – 420 ლარი)
⠀
🔸 წვევამდელებისთვის სამხედრო სამსახურის ვადა ექვსი თვიდან 11 თვემდე იქნება – წვევამდელთა სამსახური იქნება ანაზღაურებადი, ასევე იქნება გათვალისწინებული შვებულებები და დასვენების დღეები
⠀
🔸 თამბაქოს თითქმის ყველა პროდუქტზე აქციზი საშუალოდ 0,1-0,2 ლარით გაიზარდა
⠀
🔸 სათამაშო ბიზნესისთვის გადასახადები დაიბეგრება 15%-ის ნაცვლად 20%-ით
⠀
🔸 აიკრძალა 2014 წლამდე წარმოებული სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების რეგისტრაცია და იმპორტი
⠀
🔸 10%-ით გაიზარდა ყვე
0 комментариев
2 класса
🇬🇪 ირაკლი კობახიძე: ახალი, 2025 წელი ყოფილიყოს სიძულვილის დამარცხების, სიყვარულის გამარჯვების წელიწადი, სადაც ქართველებს ერთმანეთი გვეყვარება, იქ ვერავითარი გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს
2 комментария
3 класса
🇬🇪 საქართველოში ჩურჩხელა ყველაზე სასურველი ნუგბარია ახალ წელს
საქართველოში მას ტრადიციულად მარტო ქალები რომ ავლებენ, ამის დასტურია ჩვ.წ.აღ-მდე 2000 წლის თიხის ჭურჭელზე გამოსახული ჩურჩხელის ამოვლების რიტუალი.
გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბნის მკვიდრი, კვების პროდუქტების ექსპერტი, მაია ნარიაშვილი გემრიელ ჩურჩხელას ყველა წესის დაცვით აკეთებს.
მის მიერ ამოვლებულმა ჩურჩხელამ პროექტში Global Creat Women Award-2021 ვერცხლის მედალი დაიმსახურა. მასში მსოფლიოს 140 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. ქართველი მეწარმე ამ ხელოვნებას კახელი ბებიებისგან ეზიარა.
ჩვენებურ ჩურჩხელას ხშირად ქართულ სნიკერსს ეძახიან და მას არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
0 комментариев
3 класса
🇬🇪 საქართველოს მეექვსე პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ფიცი დადო
"მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის".
9 комментариев
3 класса
🇬🇪 დღეს საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია პარლამენტის სხდომათა დარბაზში 11:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება.
მიხეილ ყაველაშვილი ფიცს დადებს პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის სპეციალურად დაბეჭდილ საინაუგურაციო კონსტიტუციაზე, რომელიც პარლამენტის მუზეუმში შეინახება.
@SputnikSaqartvelo
1 комментарий
3 класса
🇬🇪კალაძე ზურაბიშვილზე: არ მგონია ასეთი ნაბიჯი გადადგას, რადგან ეს არის დანაშაული და ითვალისწინებს 3-დან 15 წლამდე პატიმრობას
16 комментариев
9 классов
🇬🇪 პრემიერი: ერეკლე მეორე არის გმირობის, პატრიოტიზმის, პრაგმატიზმის, თავდადების სიმბოლო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქს შეემატება ერეკლე მეორის ძეგლი
"მისი უკვდავყოფა თითოეული ჩვენგანის ვალია და ეს ძეგლი ამაში თავის წვლილს შეიტანს. ძალიან მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცე ეწყობა თბილისში. კახა კალაძის მერობის პერიოდში მწვანდება, კიდევ უფრო მეტად ლამაზდება ჩვენი დედაქალაქი. ჩვენ გვჭირდება განვითარება და ეს პროექტიც ჩვენი ქვეყნის განვითარების კიდევ ერთი მაგალითია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
📌 ახლად რეაბილიტირებულ "სამგორის პარკში", რომელიც პრემიერმა კახა კალაძესა და თინათინ რუხაძესთან ერთად დაათვალიერა, მერაბ მერაბიშვილის ნამუშევრის მიხედვით შექმნილი ერეკლე მეორის ძეგლი 2025 წ
1 комментарий
5 классов
რუსეთი მზადაა, ევროკავშირს გაზი პოლონეთის გავლით, "იამალ-ევროპის" გაზსადენით მიაწოდოს - "საკმარისია ღილაკის ჩართვა"
ძირითადი პუტინის განცხადებებიდან:
▪️რუსეთი თავის ტერიტორიებზე დარტყმებს ყოველთვის სარკისებურად პასუხობს და შეიძლება "ორეშნიკი" კვლავ გამოიყენოს, თუ ასეთი საჭიროება დადგება.
▪️თუ საჭირო გახდება საშუალო სიშორის კიდევ უფრო მძლავრი იარაღის გამოყენება, რუსეთი ამას გააკეთებს.
▪️"უკრაინა სჯის ევროპას, როცა რუსული გაზის ტრანზიტს კეტავს" - პუტინმა განაცხადა, რომ ევროპელებისთვის გაზის ფასი რუსეთიდან უკრაინის გავლით მიწოდების შეჩერების გამო მოიმატებს.
▪️რუსეთი მზადაა, მიაწოდოს გაზი უკრაინის გავლით ნებისმიერ კონტრაგენტთან კონტრაქტით, მაგრამ ეს უკრაინის მხრიდან სარჩელის პირობებში შეუძლებე
0 комментариев
0 классов
🇬🇪 მკრეხელურად წაბილწვისა და დაზიანების კიდევ ერთი შემთხვევა: ანჩისხატის ტაძარს კვერცხები ესროლეს
ინფორმაცია ამის შესახებ ფოტო-მასალასთან ერთად სოციალურ ქსელში მამა არჩილ ხაჩიძემ გაავრცელა.
"სამწუხაროდ, დღეს დილით ღვთისმსახურებაზე მოსულებს ვანდალიზმის ფაქტის დაფიქსირება მიგვიხდა... ანჩისხატის ტაძრის დასავლეთ ფასადი და კარი ნასროლი კვერცხებით იყო მოთხვრილი. ღმერთმა ღირსეულად მოანანიებინოთ ამის ჩამდენთ უფლის ტაძრისა და საკუთარი თავის ასეთი შეურაცხყოფა. გულდასაწყვეტია, რომ უკანასკნელ პერიოდში ეს არის საეკლესიო სივრცეების და სიწმინდეების, ჩვენი ქვეყნის ეროვნული მემკვიდრეობის მკრეხელურად წაბილწვისა და დაზიანების კიდევ ერთი შემთხვევა", - აღნიშნულია მამა არჩილ ხაჩიძის ინფორმაციაში.